27 მარტი, 2018
ექიმებმა 5 ყველაზე მავნე იაფფასიანი პროდუქტი დაასახელეს
იაფფასიანი ძეხვი, სოსისები, ნახევარფაბრიკატები, მაგარი ყველი, თევზის კონსერვები და ტკბილეული იმ 5 ყველაზე საშიშ პროდუქტთა ხუთეულში შევიდა, რომლებიც ყველაზე ცუდ დაავადებებს იწვევენ.

ძეხვი და სოსისი

არ შეიძლება იაფფასიანი ძეხვებისა და სოსისის შეძენა, რადგან დამუშავებული ხორცის პროდუქცია მომწამვლელი კანცეროგენებია. რაც თავის მხრივ, სიმსივნის პროვოცირებას ახდენს. ეს დამტკიცებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

ნახევარფაბრიკატები

გაყინულ პელმენებში, ბლინებსა და ა.შ. არის ტრანსცხიმები, ფოსფატები და საშიში ნივთიერებები. ამ პროდუქტებით, შესაძლოა, მოიწამლოთ.

მაგარი ყველი

ტექნოლოგები ამტკიცებენ: იაფფასიანი ყველის პროდუქტებში რძის შემცველობა ნულია,
სანაცვლოდ კი სავსეა საშიში ტრანსცხიმებით, უფრო ზუსტად კი - ჩვეულებრივი მარგარინით. მსგავსი ფსევდო ყველები მიგიყვანთ გულძმარვამდე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებამდე და არა მარტო.

თევზის კონსერვები

იაფფასიანი საკვები, პირველ რიგში, საშიშია, რადგან ქილაში შემცველი მძიმე მეტალები შეიძლება, თევზზე გადავიდეს. მეორეც - კატეგორიულად დაუშვებელია აქციაზე იმ კონსერვების შეძენა, რომლებსაც ვადა გასდით. ამ პროდუქტებს შეუძლია გამოიწვიოს ბოტულიზმი, რაც სასიკვდილო დაავადებაა, რომელიც მხოლოდ სტაციონარში იკურნება.

იაფფასიანი ტკბილეული

ყველა იაფფასიანი ტკბილეული მავნეა, რომელშიც ზეითუნის ზეთის ნაცვლად ქოქოსის ზეთი და ხელოვნური საღებავებია გამოყენებული. ნატურალური კი გაცილებით ძვირია.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS