მამაკაცი მორიელი ერთი შეხედვით ჩუმი, სიტყვაძუნწი, მშვიდი და ცივი გონების მქონე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ყოველ შემთხვევაში ასეა, სანამ იგი პოტენციური საკბილოს თვალთვალითა და შესწავლითაა დაკავებული. თქვენ შესაძლოა გეგონოთ, რომ მასში იოტის ოდენი სიმპათიაც ვერ გამოიწვიეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მის გამოჩენამდე ნამდვილად არ უჩიოდით თაყვანისცმელების ნაკლებობობას. ვერაფერს იტყვი, ეს ქალურ თავმოყვარეობაზე გვარიანი
სხვა მამაკაცებისგან განსხვავებით, ამ კაცს არასოდეს სჭირდება რევერანსების კეთება და შეყვარებულ მონად გადაქცევა, არც ერთი ქალის წინაშე. თუკი მისი ინტერესის ობიექტი ხართ და იგი რაიმე კონკრეტულმა სახასიათო შტრიხმა მიიზიდა თქვენში, მერწმუნეთ, ბევრს არ ილაპარაკებს...
პირდაპირ საქმეზე გადავა და ყველა თქვენ თაყვანისმცემელს ქორის მოსალოდნელი თავდასხმით შეშინებული წიწილებივით დაიფრენს თქვენი ცხოვრებიდან. კონკურენტული გარემო - ეს ის თემაა, რომელიც მორიელს არათუ თრგუნავს, პირიქით სტიმულსა და მოქმედების სურვილს აძლევს. ამიტომ ქალი, რომელიც ბევრი მამაკაცის სურვილისა და მოწონების საგანია, დიახაც რომ მიიზიდავს მას. მაგრამ თავად ამ ქალის გულსაც სულ მალე ჩაიგდებს ხელში, თუნდაც თავად გარეგნობით ლეგენადრულ კვაზიმოდოს ჰგავდეს. სექსუალურობა, მაგნეტიზმი და საკუთარი თავის უსაზღვრო რწმენა ეს მისი ძირითადი "კოზორია". ამგვარი თვისებების წინაშე კი, როგორც წესი, ვერც ერთი ქალი ვერ გამოიჩენს გამძლეობას.
განაგრძეთ კითხვა: