23 მარტი, 2018
როგორ შეღებოთ კვერცხი ხახვის ფურცლებით - 3 ეკოლოგიური და ყველასთვის ხელმისაწვდომი ხერხი
სააღდგომო კვერცხის ხახვის ფურცლებით შეღებვის სამი ხერხი

სააღდგომოდ კვერცხის ხახვის ფურცლებით შეღებვა ეკოლოგიური და უბრალოდ ხელმისაწვდომი ხერხია. დღეს გაგიმხელთ, როგორ უნდა შეღებოთ კვერცხი ხახვის ფურცლებით სწორად, რათა მაქსიმალურად ლამაზი შედეგი მიიღოთ.

ხახვის ფურცლებით კვერცხის შეღებვის სწრაფი ხერხი
Rating
















1. ათ თავ ხახვს მოაცალეთ ფურცლები, გარეცხეთ და მოათავსეთ ქვაბში. დაასხით წყალი და დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი, რათა კვერცხი არ გაიბზაროს.

2. გარეცხეთ კვერცხი და ჩაალაგეთ იმავე ქვაბში. ისინი სრულად უნდა იყოს დაფარული წყლითა და ფურცლებით. მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუწიეთ ცეცხლს და
ხარშეთ 10-15 წთ.

3. შემდეგ კვერცხი ამოალაგეთ ხელსახოცზე. შეღებილ კვერცხებს ბზინვარებისთვის შეგიძლიათ მცენარეული ზეთი წაუსვათ.

როგორ შეღებოთ კვერცხი ლამაზად ხახვის ფურცლებით
Rating
















1. ქათმის კვერცხი გარეცხეთ სოდის გამოყენებით. დაახლოებით 7 თავი ხახვის ფურცლები მოათავსეთ ქვაბში. ჩაასხით ლიტრანახევარი წყალი და დაუმატეთ 1 ჩ.კ. ძმარი უკეთესი ფერის მისაღებად. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 20 წთ-ის განმავლობაში.

2. თითოეულ კვერცხს დაადეთ მწვანილის ფურცელი და ფრთხილად გაასწორეთ. მწვანილის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბურღულეული - ბარდა, ბრინჯი, წიწიბურა, ფეტვი. ასევე ფურცლისგან გამოჭრილი კურდღლის ფორმა და ა.შ.

3. სქლად შეახვიეთ კვერცხი მარლაში ან ბინტში, დაამაგრეთ ბოლოები ძაფით. ზედმეტი ქსოვილი მოაჭერით.

4. ადუღებულ, ხახვის ფურცლებით გაჯერებულ წყალში ფრთხილად ჩაალაგეთ მომზადებული კვერცხები.

5. ძალიან დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 15 წთ. შეღებილი კვერცხი ამოიღეთ და ჩაალაგეთ ცივ წყალში. როცა გაგრილდება, მოაშორეთ ძაფი, მარლა და სხვა ყველაფერი.

როგორ შეღებოთ კვერცხი ხახვის ფურცლებითა და "ზელიონკით"
Rating
















1. ხახვის ფურცლები წვრილად დაჭერით და მოათავსეთ ჯამში. გარეცხეთ კვერცხი და ვიდრე სველია, ხახვის ფურცლებში ამოავლეთ. შემდეგ თითოეული კვერცხი მოათავსეთ მარლაზე, დაუმაგრეთ ბოლოები, ზედმეტი ქსოვილი მოაშორეთ.

2. მოამზადეთ ხსნარი კვერცხის შესაღებად. ამისათვის ქვაბში ჩაასხით ჭიქა წყალი, დაუმატეთ ერთი წვეთი "ზელიონკა" და 1 კოვზი მარილი.

3. ქვაბში მოათავსეთ ხახვის ფურცლებიანი კვერცხი. მათ კარგად უნდა ფარავდეს "ზელიონკიანი წყალი". თუ ამისათვის ჭიქა წყალი არასაკმარისია, უნდა დაამატოთ. შემოდგით გაზქურაზე და ხარშეთ 10 წთ.

4. შეღებილი მოხარშული კვერცხები გარეცხეთ ცივი წყლით. შემდეგ მოაშორეთ მარლა და კვლავ გარეცხეთ გამდინარე წყლით. გასაშრობად დაალაგეთ ისინი ხელსახოცზე.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS