22 მარტი, 2018
თბილისი საუკეთესო განვითარებად ქალაქად დასახელდა
2018 წელს თბილისმა მოგზაურობის ექსპერტების მოწონება დაიმსახურა და „საუკეთესო განვითარებად ადგილად“ („Best Emerging Destination”) დაასახელეს. ეს გადაწყვეტილება დამყარებულია წამყვანი სამოგზაურო მედიაკომპანიების რეკომენდაციებზე. ინფორმაციას "Artnews"-ი ავრცელებს.

თბილისი, აგრეთვე, მოხვდა „2018-ის საუკეთესო“ (“Best of 2018”) სიაში, სასტუმროები, რესტორნებისა და სანახაობების ხარისხისა და რაოდენობის დამსახურებით.

“National Geographic”, “The Guardian” და “Rough Guides” თანხმდებიან, რომ დროა მსოფლიომ გაიცნოს საქართველოს დედაქალაქი.

„ქალაქი, რომელიც უამრავი კულტურის გავლენის ქვეშ მოქცეულა და საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა იმპერიის ნაწილი იყო, ინარჩუნებს თავის ორიგინალურობას და ამასთანავე,
ღიაა ცვლილებებისთვის“, – წერს "TripExpert"-ი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS