საქართველოშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ჰქონიათ კონტაქტი უცხოპლანეტელებთან. ერთ-ერთია ცნობილი ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი. მისი თქმით, წლების წინ საქართველოში უცხოპლანეტელებს შეხვდა და ამასთან დაკავშირებით დაუვიწყარი მოგონებებიც აქვს.
რა უამბეს და რა განიცადა ასტროლოგმა მათთან შეხვედრისას - ამაზე მიხეილ ცაგარელი AMBEBI.GE-ს ესაუბრება.
"იმის თქმა, რომ მხოლოდ
ცნობილია, რომ უამრავი პლანეტარული გემია ჩამოსული დედამიწაზე. არსებობს მოსაზრებაც, რომ ადამიანი უცხოპლანეტელების მიერ არის შექმნილი, რომ ადამიანი მათი ექსპერიმენტული პროექტია. უამრავი ინფორმაციაა, მაგრამ ამ ყველაფერს უცხოპლანეტელებთან ჩემი შეხვედრა უფრო ცხადჰყოფს".
- სად შეხვდით მათ?
- სულ 2 შეხვედრა მქონდა. შევხვდი უდიდესი პიროვნების, უფოლოგ - თალეს შონიას მეშვეობით. უცხოპლანეტელებთან შეხვედრა 90-იან წლებში მქონდა, როცა ისინი მეტად იყვნენ გააქტიურებულები. შევხვდი რუსთავში დათქმულ ადგილას და ის ემოცია არასდროს მავიწყდება. ის არ იყო პირდაპირი ლაპარაკი, უფრო ტელეპატიური საუბარი გახლდათ. დაახლოებით, კომპიუტერში რომ გავუშვათ ხმა და იმ ხმამ გითარგმნოს და აზრი მოგაწოდოს ქართულ ენაზე. ასეთი უცნაური რამ იყო.
გარეგნულად უზარმაზარი, დაახლოებით ორმეტრნახევარი მაინც. მათში არიან მაღლებიც და დაბლებიც. გააჩნია, რომელი თანავარსკვლავედიდან მოდიან, რომელი პლანეტარული სისტემიდან. არიან - იუპიტერიანელები, მარსიანელები. მარსიანელები თავისი ხასიათით, უფრო აგრესიულები არიან. იუპიტერიანელები მეტად გვიცავენ. კანის ფერშიც არის განსხვავება, აქვთ მომწვანო, მოლურჯო, ნაცრისფერი კანი. რომ უახლოვდები, გგონია, რომ დედამიწაზე არ ხარ. რომ დავინახე, თავიდან ძალიან შემეშინდა, ალბათ პულსი 120 მქონდა - საოცრებას ვუყურებდი. ჩემ წინ მდგარ არსებას, სახის სხვა წყობა ჰქონდა, მიყურებდა და არ ვიცოდი, რას მოიმოქმედებდა... ამასთან, ძალიან ძლიერი ენერგოველი აქვთ და გაჩერდა ჩემი საათი, რომელიც ხელზე მეკეთა, ამტკივდა თავი, ყურები - საწყის ეტაპზე საოცარი დისკომფორტი მქონდა.
- რამდენ ხანს გაგრძელდა თქვენი კონტაქტი?
- იმ პერიოდში დროს ვერ ვგრძნობდი, რამე რომ ეკითხა კაცს, ვერაფერს ვუპასუხებდი, საუბარმა დაახლოებით საათ-ნახევარს გასტანა და ძალიან ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მივიღე. ჩვენ გვაინტერესებდა - რატომ არ შემოდიან ჩვენთან ახლო კონტაქტში? პასუხი იყო ასეთი - ჯერ ადრეა. რომ ჩვენი ცივილიზაცია ძალიან შორს არის მათგან, ამის გამო ვერ ვუგებთ ერთმანეთს და რომ ჩვენთვის ადრეა ეს კავშირი. მითხრა, რომ ჩვენ ადამიანები, აგრესიულები ვართ, ვფიქრობთ მხოლოდ ფულზე და ომზე. მათი ერთადერთი მიზანი კი დედამიწის დაცვაა, რომ ჩვენმა უგუნურობამ არ დაანგრიოს ის. თუ დედამიწა დაინგრა, ბირთვული კატასტროფა გარდაუვალი იქნება. ეს კი სხვა მზის სისტემებს მომენტალურად გადაეცემა და ისინიც სავალალო მდგომარეობაში აღმოჩდებიან. ამიტომ დროდადრო გვიწევს აქ ჩამოსვლა, რომ ბირთვული აფეთქებისგან მთელი მზის სისტემა დავიცვათო.
გვითხრა, რომ მთვარეზე არსებობს უამრავი შიდაქალაქი, მეტიც, რომ ასეთი სამყარო ეგვიპტის პირამიდების ქვეშაცაა, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და პირამიდებს როგორც ქვებს, ისე აღვიქვამთ. ეს რომ დავინახოთ, მეოთხე განზომილება გვჭირდება. ამიტომაც არის, რომ ამ განზომილების უქონლობის გამო, ჩვენს სამყაროში ბევრ რამეს ვერ ვხედავთ.
განაგრძეთ კითხვა: