- მამაო, აღდგომის მარხვაში, დედაეკლესიაში დადგენილია შვიდგზის ზეთისცხება, რატომ აღდგომის მარხვაში?
-VI საუკუნემდე სახლებში სრულდებოდა, ხოლო შემდეგ ტაძრებში. ზეთის
- განგვიმარტეთ, რას ნიშნავს შვიდგზის ზეთისცხება?
- ზეთისცხება ქრისტიანის სულისა და ხორცის საკურნებლად სრულდება. წმინდა ნიკოლოზ კავასილას აზრით, თითოეულ საეკლესიო საიდუმლოში მონაწილეობის წყალობით, ჩვენ ქრისტესთან ვერთიანდებით, ჭეშმარიტად ვეზიარებით განხორციელებული სიტყვა ღმერთის გამომსყიდველობითი ღვაწლის ერთ-ერთ მხარეს და მისი მიწიერი მსახურების თანამონაწილენი ვხდებით. ეს ხდება ჩვენს თავს ზეთის კურთხევის საიდუმლოშიც, ვინაიდან მასში უფლის ჯვარცმის ტკივილს ვინაწილებთ. საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, წმინდა წერილში, მარკოზის სახარებაში უფრო ღრმა აზრი გვხვდება: ,,ქადაგებდეს, რათა შეინანონ. და ეშმაკნი მრავალნი განასხნეს და სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს"(მკ. 6. 12-13), ასევე გავიხსენოთ იაკობ მოციქულის ეპისტოლე: "უძლურ თუ ვინმე არს თქვენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისათა. და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი, და აღადგინოს იგი უფალმან; დაღაცათუ ცოდვაი რაიმე ექმნეს, მოვეეტეოს მას" (იაკ. 5. 14-15). ტექსტიდან ნათლად ჩანს არსი და მიზანი.
განაგრძეთ კითხვა: