21 მარტი, 2018
„საშინელებათა სახლის“ ზრდასრულმა ბავშვებმა პირველად იგემეს თავისუფლება - რა ბედი ეწიათ ტურპინების შვილებს
ამზადებენ მექსიკურ საჭმელს, უყურებენ „ვარსკვლავურ ომებს“ და კვლავ შეხვდნენ საკუთარ ძაღლებს.

მოამზადო მექსიკური საჭმელი, უყურო „ვარსკვლავურ ომებს“, ისეირნო ფეხით დიდ მანძილზე - ამონათვალში ის აქტივობებია, რითაც ამერიკელების უმეტესობა კავდება.

მაგრამ ეს ყველაფერი ახალი გამოცდილებაა „საშინელებათა სახლის“ ბავშვებისთვის, რომლებიც მშობლებს წლების მანძილზე პატიმრობაში ჰყავდათ.

ხუთშაბათს 13 და-ძმიდან 7 კორონას რეგიონალური სამედიცინო ცენტრიდან (კალიფორნია) ერთ-ერთ სოფელში გადაიყვანეს, რომლის ადგილმდებარეობასაც არ ამჟღავნებენ.

ბავშვების მშობლები, 57 წლის დევიდ და 48 წლის ლუიზა ტურპინები, დაკავებულები არიან ბავშვებზე ძალადობის, წამებისა და
პატიმრობის ბრალდებით.

ისინი არ აღიარებენ დანაშაულს. ადვოკატ ჯეკ ოსბორნის თქმით, 7 და-ძმა, რომლებიც 18-იდან 29 წლამდე არიან, გემოს უსინჯავს დამოუკიდებლობას, რაც ამდენი ხნის განმავლობაში წართმეული ჰქონდათ.


„ისინი სიხარულით არიან აღსავსე თავიანთი ამჟამინდელი ცხოვრებისა და ახალი გამოცდილებების გამო“, - ჰყვება ოსბორნი.
და-ძმები, რომლებიც კვლავაც შტატის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან, ელოდებიან, როდის ექნებათ საკუთარი საწოლები და ტანსაცმლის შესანახი სივრცე.
მათი ახალი აქტივობებია: ციტრუსის მოკრეფა, ნაყინის, სუნდასა და მექსიკური საჭმლის მომზადება.

ეს ყველაფერი რადიკალურად განსხვავდება იმ ცივი საჭმლისგან, რასაც „საშინელებათა სახლში“ აჭმევდნენ, თუკი აჭმევდნენ საერთოდ.
„მათ მოსწონთ ყველანაირი საჭმელი, რაც არაა ვადაგასული“, - თქვა ოსბორნმა.

ხელისუფლების თქმით, მშობლები მათ გამუდმებით აშიმშილებდნენ. ყველა და-ძმას აღენიშნა კვების უკმარისობა, გარდა ორი წლის ბავშვისა.
და-ძმებს შორის ყველაზე უფროსი, 29 წლის გოგონა, მხოლოდ 37 კილოგრამს იწონიდა, როდესაც პოლიციამ გადაარჩინა.
ოსბორნის თქმით, და-ძმები აგრძელებენ ოკუპაციურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ თერაპიას.

Rating

ასევე ხშირად უყურებენ ფილმებს, მათ შორის, „ვარსკვლავურ ომებს“.


ისინი მოუთმენლად ელიან რესტორნებში, მაღაზიებსა და კინოთეატრებში სტუმრობას, ასევე, სეირნობას და შოპინგს.
თუმცა, ადვოკატის თქმით, მათ უბრალოდ გარეთ გასვლა უხარიათ. და-ძმებს პირველად შეუძლიათ ამდენი წლის განმავლობაში გადააბიჯონ კარის ზღურბლს, მათთვის სასურველ დროს.

ახლა ისინი ელოდებიან, როდის შეხვდებიან უმცროს და-ძმებს, რომლებიც ამჟამად ორ თავშესაფარში არიან გადანაწილებულები.
ოსბორნი ამბობს, რომ უფროს და-ძმებს აქვთ იმედი, გახდნენ დამოუკიდებლები, აიღონ მართვის მოწმობა, აიწყონ კარიერა და შექმნან ოჯახი.

„მათ უნდათ, რომ საზოგადოების მიერ აღქმულები იყვნენ, როგორც გადარჩენილები და არა როგორც მსხვერპლნი. მათ უნდათ, დაიწყონ დამოუკიდებელი ცხოვრება, სადაც პასუხისმგებლები იქნებიან საკუთარ თავზე. ესაა და-ძმების მიზანი და ამაზე მუშაობს თითოეული მათგანი“, - ჰყვება ადვოკატი.

დევიდ და ლუიზ ტურპინები დააკავეს იანვარში, მას შემდეგ, რაც 17 წლის ქალიშვილი გაიქცა კალიფორნიაში, კერძოდ კი, პერიში მდებარე სახლიდან და დარეკა სამაშველო სამსახურში.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS