21 მარტი, 2018
რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს აპრილში - ტაროს კარტების პროგნოზი
მალე აპრილი დადგება. იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორ უნდა ვიმოქმედოთ, ავსტრალიელი ასტროლოგი ანჯელა პერლი რჩევებს ტაროს კარტის დახმარებით გვთავაზობს.



1. ვერძი

ვერძებისთვის აპრილი მშვიდი და ბედნიერი იქნება. სასიამოვნო სიურპრიზები გელით. პირად ცხოვრებაში გლობალური ცვლილებებია უკეთესობისკენ.

თვის განმავლობაში ვერძი მიიღებს სხვადასხვა სახის წინადადებას, რომლებზეც უმჯობესია, დათანხმდეს. ფინანსურად -აპრილი არც თუ ისე წარმატებული იქნება, მაგრამ ამის მიუხედავად, აქტიურ ვერძს რომანტიკული პაემნები და დასასვენებლად მგზავრობაც ელის.


2. კურო


თვის დასაწყისში ფინანსური აღმასვლა გელით.
ეს კარგი პერიოდია ახალი შენაძენებისა და მსხვილი საყიდლებისთის. ამ პერიოდში შეძენილი ნივთები დიდხანს მოგემსახურებიან და სიამოვნებას მოგანიჭებენ.

ასევე, შესაძლოა, კარიერული აღმასვლა და არც ჯანმრთელობის მხრივ გექნებათ პრობლემები.


3. ტყუპები

მთელი აპრილის განმავლობაში ტყუპები ძალ-ღონით იქნებიან სავსენი. ნებისმიერ საქმეს თავს გაართმევენ და ნეგატიურ სიტუაციებსაც ადვილად მოაგვარებენ. ამ შემართების შესანარჩუნებლად კი ტყუპებმა თავს უნდა მოუარონ. ეს შეიძლება იყოს სპა-სალონში ვიზიტი ან გეგმიური სამედიცინო გამოკვლევა.

იმისთვის, რომ ეს თვე უფრო წარმატებული იყოს, ტყუპებმა საკუთარი თავის სიყვარული და პოზიტიურად აზროვნება უნდა ისწავლონ.


4. კირჩხიბი


აპრილში კიბოს სასიამოვნო შეხვედრა და მატერიალური კეთილდღეობა ელის. ისინი შეძლებენ თავისი კაპრიზების განხორციელებას: სასიამოვნო მოგზაურობა, გემრიელი საჭმელი თუ ფინანსური ხელგაშლილობა.

მაგრამ მოდუნება არ ღირს. წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გელით, სამსახურში თუ პირად ბიზნესში. სრულიად შესაძლებელია, რომ თავისუფალი კიბოები ამ პერიოდში თავის მომავალ ნახევრებს შეხვდებიან. დაოჯახებულებს კი კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდებათ პარტნიორებთან.



განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS