1. ამ შემთხვევაში სამაგალითო ქალი გახლავთ მერილ სტრიპი - მის სტილზე დაკვირვება ნამდვილად ღირს. ის ირჩევს კლასიკას, თანამედროვეობასა და მსუბუქ მიამიტობას.
2. გამოიყურებოდეთ საკუთარ ასაკზე ახალგაზრდულად - ეს ნორმალური სურვილია, მაგრამ მთავარია, არ გადააჭარბოთ. 50+ ქალბატონებს არ უხდებათ მკვეთრი მაკიაჟი და ღია ვარდისფერი მაისურები. უმჯობესია, მიჰყვეთ კლასიკას

3. სამოსი უნდა კვეთდეს სხეულს - უფორმო ტანსაცმელი კი მხოლოდ რამდენიმე წელს შეგმატებთ. საუკეთესო ვარიანტი მაღალწელიანი ქვედაბოლოები ან მსუბუქი ქსოვილისგან შეკერილი კაბებია - ისინი გამოკვეთს თქვენს სხეულს და ქალურობას შეგძენთ.
4. ტანსაცმლის შერჩევისას ერიდეთ დიდი რაოდენობით ფერებს. ერთ ფერში გადაწყვეტილი კაბა ქალს მოხდენილ და ახალგაზრდულ იერს სძენს.
5. სწორად შერჩეული ფეხსაცმელი - კიდევ ერთი აუცილებელი პირობა. ზედმეტად მაღალქუსლიან და მასიურ ფეხსაცმელებს სჯობს მოერიდოთ. საკმარისია ქუსლი 3,5 სმ-ის იყოს - ეს დაგიგრძელებთ ფეხებს და მოხდენილსაც გამოგაჩენთ. გარდა ამისა, მსგავსი ფეხსაცმელი მეტად კომფორტული იქნება.
თუ ქალს 50 წელი შეუსრულდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქსესუარების შესახებ უნდა დაივიწყოს. რეკომენდებულია, სამოსს დაურთოთ სათვალეები, მსუბუქი შარფები, ხანდახან ფერადი სამკაულებიც. მსგავსი წვრილმანები საერთო ლუქს მიმზიდველს გახდის და ქალს ახალგაზრდულ იერს შესძენს.

ანა გარელი