18 მარტი, 2018
გაიცანით თბილისის ყველაზე მოდური და გლამურული ძაღლი, რომელიც ინტერნეტ-ვარსკვლავია
ძაღლის აყვანის დღიდან თავად ვარჩევთ, თუ როგორ გარემოში უნდა მოახდინოს მან ადაპტაცია. შედეგად, ვხვდებით, საჭიროა თუ არა ახალი ბინადრისთვის დამატებითი სითბო, მისი სხეულის ტემპერატურიდან გამომდინარე. თუმცა, მხოლოდ ეს არაა - ჩვენი შინაური ცხოველისთვის შერჩეული ტანისამოსი ხანდახან თვალს სიამოვნებს, გამვლელების ყურადღებას იქცევს და ბევრ კომპლიმენტსაც იმსახურებს. მაგალითად, მოდის ონლაინ პლატფორმა streetstyle.ge-ის დამფუძნებლისთვის გივი რაზმაძისთვის,  დღის რეჟიმი მას შემდეგ აირია, რაც მის ცხოვრებაში ამერიკული კოკერი, დექსტერი - დექსი გაჩნდა. შეუძლებელია, თვალში არ მოგხვდეთ მისთვის შერჩეული ლუქები, რომლებიც
ინტერნეტ მომხმარებლებს აღაფრთოვანებს. გივი თავად ქმნის მისთვის ესკიზებს, შემდეგ კი სისრულეში მოჰყავს.

- გივი, მოგვიყევი შენი და დექსის შეხვედრის ამბავი...
- დღის წესრიგში ძაღლის ოჯახში მოყვანა არც განიხილებოდა, რამდენადაც კორპუსში რთულია მოვლა. მაგრამ ერთ დღესაც ქალბატონ გულიკოსთან, რომელსაც ჰყავს ამერიკული კოკერი, საქვეყნოდ ცნობილი "ბუჩო", რომლის ლეკვებიც გამორჩეულები არიან, შევნიშნეთ ოჯახის წევრებმა ბუჩოვიჩი, შორიდან საოცარი სახით რომ იყო და მაშინვე გადაწყდა მასზე მეურვეობის აღების საკითხი. ამ მუდმივად ჩვილ ბავშვზე აღებული პასუხისმგებლობა რთულია, თუმცა, ყველაფერს ისე შეგაჩვევს, ყოველდღიური ცხოვრების წესად გიყალიბებს, რომ გაასეირნო, აჭამო, მოუარო.

- სახელი როგორ შეარჩიე?
- მოკლედ, პირველ დღეს სახელი ასე შევარჩიეთ: გუგლში ძებნის დროს, ამომიგდო ტესტი, სადაც ჩავწერე ჩვენი ჰოროსკოპი, რა მომწონს მუსიკიდან დაწყებული, დამთავრებული ფილმის ჟანრამდე, შემდეგ ჩვენი წლები. ჰოროსკოპით ორივენი კირჩხიბები ვართ და მოკლედ, გუგლმა შემოგვთავაზა მაკბეთი - დექსტერი, ავირჩიეთ დექსტერი - დექსი.

- ცნობილია, რომ დექსტერის ჩაცმულობაზე თავად ზრუნავთ...

- პირველი "ლუქები" მეგობრებმა აჩუქეს - ჟაკეტები, კარდიგანები და ხალათიც კი ჰქონდა... შემდეგ დაუპატარავდა და გადავწყვიტე, შემეძინა, მაგრამ ყველგან ერთი და იგივე იყო, არაფერი განსხვავებული და ორიგინალური. თან ფასიც არანორმალური ჰქონდა. მოკლედ, გამოწერით აღარ მოვცდი და გავიქეცი ჩემს არაჩვეულრბრივ მკერავთან მაიკოსთან, რომელიც ისედაც ძალიან შეწუხებული მყავს ჩემი არამიწიერი მონახაზებით.

სულ რაღაც ახალი ველოსიპედის გამოგონება მინდა ნაჭერზე და ხან რა გამოდის, ხან რა. ეხლა დექსიც მივიყვანე, ძალიან სასაცილოა, „პრიმერკაზე“. მოკლედ, არაჩვეულებრივი მკერავი ქალბატონი მაია თავისი საქმის პროფესიონალი რომ არ იყოს, ვერაფერს გავხებოდით, რადგან მისთვისაც და ჩემთვისაც ძაღლის კომფორტულ სამოსზე მუშაობა პირველი იყო.

- როგორ გგონია, დექსი შენს შრომას აფასებს?

- დღეს უკვე შემოდგომა-ზამთრის საკმაოდ ბევრი ლუქი დაუგროვდა, მალე გაზაფხული- ზაფხულზე დავიწყებთ მუშაობას... რასაკვირველია, დექსისთვის ეს სულერთია, მაგრამ ეს ყველაფერი ისევ ჩვენ გვსიამოვნებს. ვერ ვიტყვი, რომ თვითონ უკმაყოფილოა, თუმცა, ცხადია, ვერ ხვდება, რატომ იმოსება (იცინის).

Rating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS