16 მარტი, 2018
16 მარტის ჰოროსკოპი: მშვილდოსნებს საინტერესო შემოთავაზება ელით
რა გელით დღეს? გაეცანით 16 მარტის ჰოროსკოპს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:

ვერძი
დილიდან გარანტირებული გაქვთ კარგი განწყობა, ამიტომ თავზესაყრელ საქმეებს მარტივად გაუმკლავდებით.

კურო
ამ დღეს სამსახურში ყველა საკითხის გადასაჭრელად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, ასევე ძალების შემონახვა მოგიწევთ ახლო ადამიანებთან ურთიერთობების მოსაგვარებლად.

ტყუპი
თუ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი გეპარებათ, გადადეთ ის თუნდაც რამდენიმე საათით. ამ დროის განმავლობაში, გადაწყვეტთ, როგორ იმოქმედოთ შემდეგში.

კირჩხიბი
დღეს მომავლის გეგმებით იქნებით სავსე. უფროსთან ურთიერთობას დაალაგებთ, თქვენი წინადადება შესაძლოა, დადებითად შეაფასოს, ამიტომ ნუ შეინახავთ
მას.

ლომი
კარგი რჩევა და მხარდაჭერა გჭირდებათ. თუ ახლა არ დაგეხმარებიან, სამსახურის დაკარგვისა და ახლო ადამიანებთან კონფლიქტის რისკის წინაშე დგახართ.

ქალწული
თუ რაიმე ჩანაფიქრის ასრულება გსურთ, გააკეთეთ ეს ახლავე, არ გადადოთ, სხვაგვარად თქვენს იდეას კონკურენტი გამოუჩნდება.

სასწორი
შესანიშნავი დღეა კავშირების გასაფართოებლად. ამისათვის აუცილებელია იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომელთათვისაც შეიძლება საინტერესო იყოთ.

მორიელი
ნუ ეცდებით ხელმძღვანელობას, ამჟამად ეს თქვენი მთავარი მიზანი არ არის. უმჯობესია, იყოთ არაფორმალური ლიდერი, რომელსაც კოლეგების გაერთიანება და შთაგონება შეუძლია.

მშვილდოსანი
თქვენ გელით ძალიან საინტერესო შემოთავაზება, რომელიც, საერთო ჯამში, ცხოვრებას ეხება. ეს დღე ასევე შესაფერისია რელაქსაციისა და სულიერი ძალების აღსადგენად.

თხის რქა
ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება მოგიწევთ, რადგან საქმის კეთილდღეობის პასუხისმგებლობა სწორედ თქვენ გაკისრიათ.

მერწყული
არ გაუშვათ შანსი. ვიდრე იღბალი თქვენს მხარესაა, შეგიძლიათ სცადოთ ის, რაც მანამდე არ გამოგდიოდათ. დიდი ალბათობით თქვენსას მიაღწევთ.

თევზები
შესაძლოა, დღეს ძალიან სასიამოვნო სიახლე არ გაიგოთ, მაგრამ პრობლემის შეჩერება შესაძლებელია, საკმარისია, ყურადღებიანი იყოთ.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS