15 მარტი, 2018
ნებაჰათ ჩეჰრეს სილამაზის საიდუმლო რეცეპტები - მსახიობს 74 წელი შეუსრულდა
აღმოსავლეთში ქალები მომაჯადოებელი სილამაზით არიან დაჯილდოვებულები, თუმცა, ამას მხოლოდ ბუნებას არ უნდა უმადლოდნენ.

ყველა საუკუნეში აღმოსავლელი ქალები განთქმულები იყვნენ ცოდნითა და განსწავლულობით იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნონ კანი იდეალურ ფორმაში მრავალი წლის მანძილზე.

ნებაჰათ ჩეჰრე, თურქი მსახიობი, მანამდე მოდელი და მომღერალი, უკვე არა ერთი ათწლეულია საკუთარ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულს ატარებს. ტელემაყულებელს ის დაამახსოვრდა სერიალიდან "დიდებული საუკუნე", სადაც სულთან სულეიმანის დედის როლს ასრულებს.
Rating
ნებაჰათ ჩეჰრეს სილამაზე

დღეს, 15 მარტს მსახიობს 74 წელი შეუსრულდა, თუმცა,
შესანიშნავად გამოიყურება: მოხდენილი სხეული, თანამედროვე სამოსი, იდეალური კანი და თმა. ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი გამოტყდა, რომ საკუთარი ასაკით სიამოვნებას იღებს და გაახალგაზრდავებას სულაც არ ცდილობს, როგორც ამას თანამედროვე ვარსკვლავები აკეთებენ. მიიჩნევს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ნებისმიერ პლასტიკაზე მნიშვნელოვანია.
Rating
იმისათვის, რომ კანი რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ტონუსში, ნებაჰათი რეგულარულად იტარებს გამაახალგაზრდავებელ პროცედურებს სახლის პირობებში. ნიღბები, რომლებსაც ის იყენებს, ეფექტურად ატენიანებს, წმენდს და ჭიმავს კანს.
გთავაზობთ თავის მოვლის მის ძველ და ეფექტურ რეცეპტებს.

გამაახალგაზრდავებელი აღმოსავლური ნიღბები:
Rating
შემადგენლობა

- 2 ც მწყრის კვერცხი
- 2-3 წვეთი ლიმონის წვენი
- 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
- 1 ჩ.კ. თაფლი

მომზადების წესი და მიღება:


1. თუ მშრალი კანი გაქვთ, შემადგენლობიდან გამორიცხეთ ლიმონის წვენი. ხოლო ცხიმიანი კანის შემთხვევაში, ამოიღეთ ზეითუნის ზეთი.

2. ყველა ინგრედიენტი აურიეთ და წაისვით საგულდაგულოდ გაწმენდილ სახის კანსა და კისერზე.

3. გაიჩერეთ ნიღაბი 20 წთ-ს და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შეიმშრალეთ პირსახოცით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

ნიღაბი კოჭას შემცველობით
Rating
შემადგენლობა:

- 1 ჩ.კ. კოჭას დაფქული ფესვი
- 2 ჩ.კ. შვრიის ფქვილი
- 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
- 1 ჩ.კ. ნაღები
- 1 ს.კ. ცხელი წყალი

მომზადება და გამოყენება:

1. აურიეთ კოჭა შვრიის ფქვილს, დაასხით ცხელი წყალი და კარგად შეურიეთ - უნდა მიიღოთ სქელი, არაჟნის მსგავსი მასა. დაუმატეთ ზეთი და თბილი ნაღები, კვლავ აურიეთ.

2. წაისვით ნიღაბი სქელ ფენად სახესა და კისრის არეში. მოქმედების დრო - 20 წთ. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

ნიღაბი მოუხდება ნებისმიერი ასაკის ქალს. თუმცა, ვიდრე ნიღაბს დაამზადებთ, დარწმუნდით, რომ რომელიმე ინგრედიენტზე არ გაქვთ ალერგია. რაც შეეხება პროცედურის კურსს - ნიღაბი წაისვით ყოველდღე მონაცვლეობით, 2 კვირის განმავლობაში. მხოლოდ ასე მიიღებთ სასურველ და ხანგრძლივ შედეგს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
Niania
Es "maskebi"nebahat chexrem gascavlat?!
08:23 / 13-08-2018
გამოხმაურება / 0 /
ნნნნ
ნებაათ ჩეპრე ქართული წარმომავლობისაა
14:18 / 19-03-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS