იაპონია მსოფლიოში 10 ყველაზე ჯანსაღ ქვეყანას შორისაა, მისი მაცხოვრებლები კი სიცოცხლის ხანგრძლივობით ყველა რეკორდს ხსნიან. ისინი საკვებს, როგორც წამალს და ამასთანავე, როგორც გართობას ისე უდგებიან.
გთავაზობთ ყველაზე საინტერესო იაპონურ საკვებს, რომლებსაც მხოლოდ იქ შეხვდებით:
1. იოგურტი ყველა გემოთი

შესაძლოა, გახსოვთ ზღაპრული კანფეტები ჰარი პოტერიდან, რომლებიც ნებისმიერ გემოს შეიძენდნენ. მსგავსი რამ სწორედ იაპონიაში მოიძებნება: იოგურტი
2. თინუსი - მთელი
ზღვის პროდუქტები რაციონის ძირითად ნაწილს იკავებს, თინუსი კი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ძველი პროდუქტია. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, იაპონელები მთელი თინუსის მირთმევას შეეჩვივნენ, მაგრამ ჩასულებისთვის ყველაზე უცნაური მაინც თინუსის თვალია, რაც დიდი რაოდენობით იყიდება. მათ ისე მარტივად მიირთმევენ, როგორც კვერცხს საუზმეზე. თინუსს ამზადებენ კვერცხის მსგავსად - მას ხარშავენ.
3. ხრაშუნა კიბორჩხალები

ჩიფსი კიბორჩხალის არომატით - კლასიკაა და გემრიელი უნდა იყოს. მაგრამ რას იტყოდით "ჩიფსებზე", თავად კიბორჩხალების სახით? ის ძალიან პოპულარული წასახემსია, მიირთმევენ შაქართან ან მწარე წიწაკასთან ერთად.
4. ოთხკუთხედი საზამთრო

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, სოც. ქსელებში გავრცელებულმა ოთხკუთხედი ფორმის საზამთროს ფოტოებმა მსოფლიო გააოცა. იაპონიაში ხშირად შეხვდებით ყუთში გაზრდილ საზამთროს.
5. ცოცხალი კალმარი

ახალი თევზი - კარგი თევზია და ეს ეხება კალმარსაც. ზოგიერთ რესტორანში მათ სუფრასთან გატანის წინ კლავენ და ცხელ წყალს ავლებენ. სოიოს სოუსის მოსხმისას ქსოვილი მარილზე რეაგირებს და საცეცები მოძრაობას იწყებს, რის გამოც ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს კალმარი ჯერ კიდევ ცოცხალია.
6. ორცხობილა ბზიკებით

აზიურ ქვეყნებში, მწერებმა მენიუში უკვე დიდი ხანია, თავი დაიმკვიდრეს. მათი ძირითადი ღირებულება მაღალი სარგებლიანობაა. მწერებს ჯერ ხარშავენ, შემდეგ კი გარკვეულ მასაში ურევენ.
7. ფერადი, დაკონსერვებული პური

დაკონსერვებული პური იაპონიაში საკმაოდ პოპულარულია. მისი შეძენა გაზიანი სასმელის მსგავსად შესაძლებელია აპარატზეც.
ამ იაპონური კერძების უმრავლესობა მხოლოდ სამშობლოში შეგხვდებათ, მათ ვერც იაპონური სამზარეულოს მქონე რესტორნებში ნახავთ.
გამომდინარე იქიდან, რომ ამომავალი მზის ქვეყანაში მოქალაქეების რაციონი ძალიან მრავალფეროვანია, ისინი არც ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერების ნაკლებობას არ განიცდიან.
საკმარისია ერთხელ გაეცნოთ იაპონური საუზმის მენიუს, რომ მიხვდეთ - ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო, სწორედ იაპონურ საკვებშია.
ანა გარელი