13 მარტი, 2018
როგორ გაზარდოთ საუკეთესო ჯეჯილი სააღდგომოდ - დედის საიდუმლო რეცეპტი
ჯეჯილის გაზრდა სააღდგომოდ ძველი, ლამაზი ტრადიციაა. ის გაზაფხულის მოსვლისა და ბუნების აღდგენის სიმბოლოა.

ჯეჯილის გარშემო, ტრადიციულად, 12 ც. შეღებილ კვერცხს შემოალაგებენ, რაც 12 მოციქულის სიმბოლოა. კიდევ ერთი კვერცხი კი მის შუაში თავსდება და იესო ქრისტეს სიმბოლოს წარმოადგენს.

ჯეჯილის გაზრდა რთული სულაც არაა, თან სააღდგომო სუფრას ალამაზებს.

მიჰყევით ჯეჯილის დათესვის შემდეგ თანმიმდევრობას:

როდესაც ხორბლის მარცვლებს შეიძენთ, მოაშორეთ ზედმეტი ნაგავი და გარეცხეთ ცივი წყლით.

ამის შემდეგ, დაასხით წყალი და გააჩერეთ მთელი ღამით. წყალი ნუ დაგენანებათ. ასე ხორბალი
კარგად შეიწოვს მას და ზომაში გაიზრდება.
Rating













დილით ფრთხილად გადაუწურეთ წყალი და შემდეგ კვლავ გარეცხეთ.

გაამზადეთ ლანგარი ან ჯამი, რომელშიც გსურთ ჯეჯილის გაზრდა. ფსკერზე 8-15 ფენა მარლა დააფინეთ - დაჭერით ჭურჭლის ფსკერის ფორმის შესაფერისად.

ზემოდან თანაბრად გადაანაწილეთ ხორბალი და კიდევ ერთი ფენა მარლა გადააფარეთ. ამის შემდეგ, მიღებულ კომპოზიციას წყალი დაასხით. შედეგად, მარლა კარგად უნდა დასველდეს, მაგრამ მარცვლები წყალში არ უნდა ცურავდეს.
Rating













უკვე ერთ დღეში პირველ მწვანედ ამოჯეჯილებულ მარცვლებს შენიშნავთ.

ხორბალი ძალიან სწრაფად იზრდება, მთავარია, არ დაგავიწყდეთ მისი მორწყვა და მზიან ადგილას მოთავსება. მეხუთე დღეს ჯეჯილის სიმაღლე უკვე 5-7 სმ-ს მიაღწევს.
Rating









გთავაზობთ სააღდგომო ჯეჯილის მოსართავად რამდენიმე ვარიანტს, რომლებიც თქვენს ინტერიერს გაალამაზებს:
Rating

RatingRatingRatingRating




















































































ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS