13 მარტი, 2018
უბედურების მომტანი ოთახის მცენარეები
ოთახის მცენარეები თითქმის ყველა სახლშია. ისინი გარემოს გვილამაზებენ, ჰაერს წმენდენ, უბრალოდ კარგ ხასიათზე გვაყენებენ, ესთეტიკურ სიამოვნებას გვანიჭებენ, თუმცა, ცოტა ადამიანი თუ დაფიქრებულა იმის შესახებ, რომ ჩვენმა მწვანე მეგობრებმა შესაძლოა, სარგებელის გარდა, გვავნონ კიდეც.

რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ სახლში მხოლოდ დადებითი ენერგეტიკის მატარებელი მცენარეები გავახაროთ.

ჩვენს ცხოვრებაში უამრავი ცრურწმენა არსებობს, ზოგიერთი მათგანი მცენარეებსაც უკავშირდება, ყველაზე ხშირად ოთახის მცენარეებს. ადამიანები უხსოვარი დროიდან თვლიდნენ, რომ თითოეული მცენარე საკუთარ მაგიურ ძალასა და ენერგიას ფლობს.
ადამიანების მოსაჯადოებლად ჯადოქრები და მისნები ტყუილად როდი იყენებდნენ სხვადასხვა მცენარეს.

თანამედროვეები კი მივიდნენ დასკვნამდე, რომ მცენარეები შეიგრძნობენ ადამიანებს, იმახსოვრებენ ყველაფერს და უფრო მეტიც, როგორც ცოცხალი ორგანიზმები ჩვეულებრივ განიცდიან ტკივილის შეგრძნებას, ამიტომ გახსოვდეთ, რომ მათ ნაზად და, რაც მთავარია, სიყვარულით უნდა მოვეპყრათ.

ოთახისთვის მცენარე საგულდაგულოდ უნდა შეარჩიოთ. ხვიარა ყვავილები მხოლოდ დანიშნულებისამებერ უნდა გამოიყენოთ. მოერიდეთ ოთახში წვეტიანი და ბასრი ფოთლების მქონე მცენარეებს. მომრგვალებული ფოთლების მქონე მცენარეები დადებითი ენერგეტიკის მატარებლები არიან.

ბოლო დროს კაქტუსი შემოვიდა მოდაში, ის თითქმის ყველა ოჯახშია, თუმცა, მასთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. კაქტუსი უარყოფითი ენერგეტიკის მატარებელი მცენარეა. ის იმდენად ძლიერია, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მავნე გამოსხივებასაც კი ანეიტრალებს. ასე რომ, თუ კაქტუსი გაქვთ, გირჩევთ, ის უშუალოდ ტექნიკის სიახლოვეს მოათავსოთ. 


განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS