09 მარტი, 2018
"ქმარი ცოლს თუ ცემს, ის არაკაცია და დასასჯელია"
საპატრიარქოში გაიმართა ფსიქოლოგებთან შეხვედრა, სადაც პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ აბორტის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ხშირად გვესმის საუბარი აგრესიაზე, ძალადობაზე, ამას ვებრძვით, მაგრამ არც ერთი, ე.წ მებრძოლი ამის წინააღმდეგ, რაც, რა თქმა უნდა, ცუდია და აგრესია ცუდია, არავინ არ ამბობს, რომ აბორტი აგრესიაა.

აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი. რომელ ჩხუბზე და დაჭრაზე ვლაპარაკობთ, როდესაც წელიწადში 40 000 ბავშვი იკვლება მარტო ჩვენ მიერ, ეს არაოფიციალურად, თუ მივამატებთ ამას ქიმიურ აბორტებს, ეს ადის ასობით ათასზე. სულიერად რომ შევხედოთ ჩვენ, ღმერთი
არასდროს არ მისცემს იმ ერს ბედნიერებას და გამარჯვებას, რომელიც არის საკუთარი შვილების მკვლელი.

სანამ ეს არ გამოსწორდება, ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, არაფერიც არ გამოსწორდება იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს ბავშვებს ვკლავთ, ათობით და ასობით ათას და ამას არ ვუწოდებთ აგრესიას, ე.ი. ვიცავთ ქალის უფლებას, ბავშვის უფლებას, მაგრამ არ ვიცავთ იმის უფლებას, რომ ბავშვი დაიბადოს, არ მოიკლას, ამაზე ხმას არავინ იღებს, არა? რა არის ეს, თუ არა ორმაგი სტანდარტი და კითხვა იბადება, ვის აწყობს ეს?

იქ რაღაც ფული კეთდება, როგორც ჩანს, და დიდი პარადიგმაა მსოფლიო რაღაც მიმართულებაა, რომ ამაზე არ იფიქრო, ეს არ არის აგრესია, არ გაბედო თქმა იმიტომ, რომ ეს ქალის უფლებაა, რომ დაკუწოს საკუთარი შვილი დანით და აქ კიდევ თუ შეეხო ქმარი ცოლს, რა თქმა უნდა, ესეც ამაზრზენია და ქმარი ცოლს თუ ცემს, ის არაკაცია, რა თქმა უნდა, და დასასჯელია, მაგრამ იქვე რატომ არ ამბობთ, რომ ეს [აბორტი] ვინც გააკეთა, ის უარესია, ის ნატურალური ფაშისტია.

ნიურბერგის პროცესზე ამის გამო ხოცავდნენ და ახრჩობდნენ ადამიანებს და ჩვენ ამას ვაკეთებთ და მერე გვინდა, რომ რაღაც გამოსწორდეს ჩვენს ერში და აგრესია გამოსწორდეს.”
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
დავითი
ქმარმა კი არა სრულიად სხვა ადამინმა რომ იძალადოს და ქალთან სქესობრივი კავშირი ჰქონდეს, და ბავშვი ჩაისახოს, მაინ არ არის აბორტი სწორი და მინც ცოდვაა. თუ ქმარი ძალადობს და ცოლს სცემს, ქალი ასეთ ქმარს უნდა დაშორდეს. რა შუაშია ცემა და აბორტი? სულ სხვადასხვა რაღაცაა. აბორტს ჯობია ბავშვი ჩააბარო ბავშვთა სახლში და სიცოცხლე არ წაართვა, ასეთი რთული გასაგებია ეეს?
17:00 / 13-03-2018
გამოხმაურება / 0 /
სალი
ეკატერინე-ს. თვთმკვლელობამდე მიდის ურწმუნო და სუსტი ადამიანი. რაც შეეხება ქმრის მიერ მეუღლის ცემას. ასეთი ფაქტი ბუნებრივია დასაგმოაბია და ასეთი კაცი მოკლედ რომ ვთქვათ, არაკაცია. თუმცა პირადად ვიცნობდი ისეთ ქალბატონს, რომელსაც ქმარი სიმთვრალეში ცემდა უმოწყალოდ, ის კი ამას ისე იყო მიჩვეული, არც კი აპროტესტებდა. შეკითხვაზე, რატომ იქცეოდა ასე, იცი რა მითხრა, -"ჩემი ქმარი ისე მიყვარს, მისი ცემაც კი მსიამოვნებსო". ამას ასიანი ვამბობ. ასე რომ .., აბა რა გითხრათ...შენ კი ამბობ შვილების გამოო... ასე და ისეო..... რა შვილები, რის სიყვარული... გცემა!!! იმ წუთას უნდა შეწყვიტო მასთან ცოლ-ქმრული ურთიერთობა ოფიციალურად. მორჩა და გატავდა..
17:59 / 12-03-2018
გამოხმაურება / 0 /
ეკატერინე
რათქმაუნდა აბორტი ძალიან ცუდია, და ამას არავინ უაყოფს, მაგრამ უმეტესობა ქალი აბორტს ზუსტად ქმრის და დედამთილების გამო იკეტებს, რადგან ისინი აიძულებენ და ზუსდატ კიდევ მანდ არის ძალადობა ქმრის მხრიდან. რეალური პაქტები რომ არ ვიცოდე არც დავწერდი.მაგრამ ზუსტად ასე ხდება ხშირ შემთხვევაში. აი ამაზე იქადაგეთ და კიდევ მარტო სახელმწიფო არაა ვალდებული მსხვერპლი ქალები დაიცვას, ეკლესიამაც უნდა დაიცვას მსხვერპლი ქალები.მსხვერპლი ქალი როცა მიდის და მოძღვარს ეუბნება რომ ქმარმა იდზალადა... ამას რეაგირება უნდა მოყვეს და მარტო იმის თქმა რომ ეს ცუდი საქციელია არ კმარა. მხოლოდ ფაქტებით ვსაუბრომ. ასე რომ ეს მართლაც რომ სამწუხარო რეალობაა.და ასე წლები გრზელდება. ზოგიერთი ქალი ზუსტად შვილების გამო ითმენს ამ არაკაცებს რადგან ვერსად წავა შვილებით.ნეტავ თქვენ როგორ აიტანდით ყოველდგიურად დამცირებას ? ან რამდენხანს გაუზლებდით?როცა საკუთარ ტყავზე გამოცდი მერე კი მიხვდები როგორ მიდიან თვითმკვლელობამდე ქალები!!!
10:38 / 12-03-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS