"ჩვენ ხშირად გვესმის საუბარი აგრესიაზე, ძალადობაზე, ამას ვებრძვით, მაგრამ არც ერთი, ე.წ მებრძოლი ამის წინააღმდეგ, რაც, რა თქმა უნდა, ცუდია და აგრესია ცუდია, არავინ არ ამბობს, რომ აბორტი აგრესიაა.
აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი. რომელ ჩხუბზე და დაჭრაზე ვლაპარაკობთ, როდესაც წელიწადში 40 000 ბავშვი იკვლება მარტო ჩვენ მიერ, ეს არაოფიციალურად, თუ მივამატებთ ამას ქიმიურ აბორტებს, ეს ადის ასობით ათასზე. სულიერად რომ შევხედოთ ჩვენ, ღმერთი
სანამ ეს არ გამოსწორდება, ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, არაფერიც არ გამოსწორდება იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს ბავშვებს ვკლავთ, ათობით და ასობით ათას და ამას არ ვუწოდებთ აგრესიას, ე.ი. ვიცავთ ქალის უფლებას, ბავშვის უფლებას, მაგრამ არ ვიცავთ იმის უფლებას, რომ ბავშვი დაიბადოს, არ მოიკლას, ამაზე ხმას არავინ იღებს, არა? რა არის ეს, თუ არა ორმაგი სტანდარტი და კითხვა იბადება, ვის აწყობს ეს?
იქ რაღაც ფული კეთდება, როგორც ჩანს, და დიდი პარადიგმაა მსოფლიო რაღაც მიმართულებაა, რომ ამაზე არ იფიქრო, ეს არ არის აგრესია, არ გაბედო თქმა იმიტომ, რომ ეს ქალის უფლებაა, რომ დაკუწოს საკუთარი შვილი დანით და აქ კიდევ თუ შეეხო ქმარი ცოლს, რა თქმა უნდა, ესეც ამაზრზენია და ქმარი ცოლს თუ ცემს, ის არაკაცია, რა თქმა უნდა, და დასასჯელია, მაგრამ იქვე რატომ არ ამბობთ, რომ ეს [აბორტი] ვინც გააკეთა, ის უარესია, ის ნატურალური ფაშისტია.
ნიურბერგის პროცესზე ამის გამო ხოცავდნენ და ახრჩობდნენ ადამიანებს და ჩვენ ამას ვაკეთებთ და მერე გვინდა, რომ რაღაც გამოსწორდეს ჩვენს ერში და აგრესია გამოსწორდეს.”