09 მარტი, 2018
რაც უფრო მეტად ჰგავს ბავშვი მამას, მით უფრო ჯანმრთელი იქნება - აი, რატომ
შესაძლოა, ძალიან გახარებთ ის ფაქტი, რომ დედის თვალები გამოგყვათ, მაგრამ თქვენთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა, თუ მამას დაემსგავსებოდით, ამას ახალი კვლევები ადასტურებს - გვამცნობს abc7-ი.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ახალშობილები, რომლებიც მამებს უფრო მეტად გვანან, მასთან მეტ დროს ატარებენ - უფრო მეტად ჯანმრთელები არიან და გაცილებით დიდხანს ცოცხლობენ.

კვლევა ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩატარდა.

ეკონომიკის საპატიო პროფესორი, სოლომონ პოლაჩეკი ამბობს:

"მამა ბავშვის აღზრდაში დიდ როლს ასრულებს, რაც ბავშვ
ის ჯანმრთელობაზე აისახება. როცა მამა ხედავს, რომ ბავშვი მას გარეგნულად ჰგავს, ის მეტადაა დარწმუნებული იმაში, რომ ეს მისი შთამომავალია, ამიტომ მასთან მეტ დროს ატარებს".

მოცემული კვლევით, მამები, რომელთა შვილები მათ ჰგვანან, მეტ დროს ატარებენ შვილებთან, ვიდრე ისინი, ვისაც შვილები არ ჰგვანან.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS