07 მარტი, 2018
ამ 5 შეცდომას ურთიერთობაში ქალები ძალიან ხშირად უშვებენ
ხშირად თქვენ ვერც კი აცნობიერებთ, რომ ამას აკეთებთ.

ამბობენ, სიგიჟის განმსაზღვრელია, როცა ერთსა და იმავეს აკეთებთ, მაგრამ სხვა შედეგს ელით. ურთიერთობაზე საუბრისას, ჩვენ ან მათზე ვსწავლობთ ან გამუდმებით ვიმეორებთ შეცდომებს.

ურთიერთობაში ქალებს სჩვევიათ ერთი და იგივე შეცდომების დაშვება, რაც მათ ბედნიერებაში უშლის ხელს.

1. "მდუმარე დასჯის" ტაქტიკის გამოყენება

როცა პარტნიორს დუმილით სჯით, შესაძლოა, მან იფიქროს, რომ თქვენთვის ის მნიშვნელოვანი არ არის, რომ მათი გრძნობები არ გაინტერესებთ, მხოლოდ იმის მოსმენა გსურთ, რაც თავად გჭირდებათ.

2. არ ეკითხებით, რა
სურს მას საწოლში

ბევრი ქალისთვის მათი სექსუალური ცხოვრება მხოლოდ მოხიბვლა და მამაკაცის დაკმაყოფილებაა. მაგრამ ამას მხოლოდ დაუკმაყოფილებლობამდე და პარტნიორთან სექსის ინიციატივაზე უარის თქმამდე მიყავხართ. ის თქვენს უარყოფას იგრძნობს და თავად დარჩება დაუკმაყოფილებელი.

ორივესთვის უკეთესი იქნება, თუ თავად ჰკითხავთ პარტნიორს, რა სურს საწოლში - ასე სექსი ორივესთვის სასიამოვნო გახდება.

3. მისი შეცვლის მცდელობა

იმ თვისებებმა, რაც ურთიერთობის დასაწყისში მასში გიყვარდათ ან ყურადღებას არ აქცევდით, შესაძლოა, დროსთან ერთად, გაგაღიზიანოთ და მისი შეცვლა მოინდომოთ. თუმცა, ასე არა თქვენი პარტნიორი, არამედ თქვენი წარმოდგენა გეყვარებათ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ის.

4. მიიჩნიოთ, რომ ის თქვენს ფიქრებს უნდა კითხულობდეს და იცოდეს, რა გსურთ თქვენ ისე, რომ ამაზე არაფერი უთხრათ

მამაკაცს უბრალოდ სურს, რომ ქალმა პირდაპირ უთხრას, რა სურს მას.

5. მიიჩნიოთ, რომ ის ვალდებულია გაგაბედნიეროთ

ხანდახან ურთიერთობას იმიტომ წამოიწყებთ, რომ ფიქრობთ, ასე უფრო ბედნიერები იქნებით ან რომ სხვა ადამიანი გაგაბედნიერებთ. თუმცა, რაც მეტია დაშორება მოლოდინსა და რეალობას შორის, მეტია იმედგაცრუებაც. ბედნიერი თავად უნდა იყოთ - ურთიერთობასა და სხვა ადამიანს კი შეუძლია, მხოლოდ გააძლიეროს ეს ბედნიერება.

ანა გარელი




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS