06 მარტი, 2018
"კლავენ ცხენებს და ბაზარში როგორც საქონელს ისე ასაღებენ..." - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი გლდანში მომხდარ შემთხვევაზე
ინტერნეტმომხმარებელი თეონა კუპრეიშვილი ფეისბუქზე შემზარავ ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ თბილისში, გლდანში ცხენებს კლავენ და როგორც საქონელს ასაღებენ. აღნიშნული ინფორმაცია კუპრეიშვილმა "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება - GSPSA"-ს ფეისბუქ-ჯგუფში - "ცხოველებისადმი სისასტიკე" განათავსა. პოსტს უამრავი გამოხმაურება მოყვა.

"ორი კვირაა, სისასტიკის და ადამიანის ბოროტების თვითმხილველი ვარ. უმოწყალოდ კლავენ ცხენებს და მერე ბაზარში როგორც საქონელს ისე ასაღებენ. ვისაც შემეძლო ყველას ხმა მივაწვდინე, მაგრამ უშედეგოდ... არავის არ აღელვენს უბედური ცხენების ბედი და არც ადამიანები, რომლებიც ტყუვდებიან და
უნებლიედ თანამონაწილეები ხდებიან.

ნუთუ არ შეილება ქუჩაში ვაჭრობის აკრძალვა?! იქნებ ამით მაინც ვუშველოთ საცოდავ არსებებს... ამ ადამიანს თუ ეს სისხლისღვრა შერჩება და არ დაისჯება, აუცილებლად გააგრძელებს. ცენტრალურ ბაზარშიც ხშირად არისო, ერთ-ერთმა ხორცის გამყიდველმა მითხრა. ალბათ ვიღაცას აწყობს, ან ფულს აკეთებენ.

მე თუ ვიცი და შევნიშნე, ნუთუ ვისაც ევალება ვერ ხედავს? ამ ლოდინში 4 ცხენი მოკლეს და ხორცად გაყიდეს "მარშრუტკებიდან" ბაზრის ტერიტორიაზე", - წერს კუპრეიშვილი და აღნიშნული შემთხვევის ფოტოებსაც ავრცელებს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS