Instagram-ზე რეგისტრაციიდან ერთ თვეში, ვასილ გერმანჩუკის გვერდი 1 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოიწერა. ამის შემდეგ საეკლესიო პირმა საკვირაო წირვა-ლოცვის პირდაპირ ეთერში გაშვება გადაწყვიტა.
მამა ვასილი აბობს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს იმ მიზეზითაც იყენებს, რომ მათ, ვინც ეკლესიაში მისვლას ვერ ახერხებს, სოციალური მედიით მიიღონ შენდობა.
"ჩვენი მოსახლეობა უფრო თანამედროვე საზოგადოებად გარდაიქმნა და ჩვენ, ღვთისმსახურები გამოწვევებს უნდა გავუმკლავდეთ. დღეს ადამიანების დიდი ნაწილი
მამა ვასილის წამოწყებით, მრევლიც კმაყოფილია, მათთვის შენდობის ინსტაგრამით მიღება ძალიან კომფორტულია.
"რთულია ახალგაზრდებს ეკლესიაში მოსვლა და საეკლესიო რიტუალზე დასწრებისკენ უბიძგო. ისინი დროის უმეტეს ნაწილს Instagram-ზე ატარებენ. სასიხარულოა, რომ პირდაპირი ეთერის დროს მამა ვასილს ამდენი ახალგაზრდა უყურებს", - ამბობს ადგილობრივი მორწმუნე კრისტინა ტურჩენიაკი.
უკრაინაში ძირითადად მართლმადიდებელი ქრისტიანები ჭარბობენ, თუმცა, ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი კათოლიკური ეკლესიის მრევლია.