02 მარტი, 2018
20 მიზეზი, თუ რატომ არის თევზებთან ცხოვრება რთული, მაგრამ მათ გარეშე - შეუძლებელი
თევზები წყლის სტიქიის წარმომადგენლები არიან. მათი სიბრძნე და მგრძნობიარე ბუნება ადამიანებს იზიდავს. თევზების მომხიბვლელობა, იუმორი და აქტიურობა მათ წინაშე უამრავ კარს აღებს.

გთავაზობთ თევზების 20 მახასიათებელს, რასთან შეგუებაც მის ახლობელ ადამიანებს უხდებათ:

1. თევზებს ხასიათი შესაძლოა დღეში რამდენჯერმე შეეცვალოთ - ოპტიმიზმს შავი მელანქოლია ანაცვლებს და პირიქით.

2. თევზებს ყველაზე კეთილი და თანამგრძნობი გული აქვთ.

3. თევზები ხშირად მდიდარი წარმოსახვის უნარით გამოირჩევიან.

4. თევზებს შეუძლიათ სხვები შთააგონონ, საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნები არიან.

5. თევზებს არ მოსწონთ წესები და შეზღუდვები.

6. თევზებისთვის
ბედნიერება ფულში არ არის, ის ურთიერთობებში, შემოქმედებასა და თვითრეალიზებაშია.

7. თევზებს უყვართ არაერთგვაროვანი, ბუნდოვანი ფრაზებით პასუხი, მაგ: "შესაძლოა"; "ვნახოთ".

8. სარკაზმი მათი მთავარი იარაღია, რომლის დახმარებით საკუთარ რეალურ გრძნობებსა და ფიქრებს ფარავენ.

9. საკუთარ შინაგან სამყაროს თევზები უზიარებენ მხოლოდ მათთვის ძალიან ახლო ადამიანს, რომელშიც 100%-ით არიან დარწმუნებულები.

10. შესაძლოა, ისინი ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ერთგული ადამიანები არიან.

11. თევზებს არ ჰყოფნით თავდაჯერებულობა. ისინი უნდა ენდონ საკუთარ ინტუიციას.

12. თევზები მზად არიან უკანასკნელ თეთრამდე დაეხმარონ მათ, ვისაც ეს სჭირდება.

13. თევზები გამოუსწორებელი რომანტიკოსები არიან.

14. მათი მოტყუება არც ეცადოთ. თქვენს გულწრფელობას მანამდე განჭვრეტენ, ვდრე რაიმეს იტყვით.

15. თევზები მზად არიან თავი მიუძღვნან ავადმყოფებსა და გაჭირვებულებს, სანაცვლოდ კი არაფერს ითხოვენ.

16. თევზები ცვალებადი ხასიათით გამოირჩევიან - შეხედულებებში, ურთიერთობაში, სამსახურში, პირად ცხოვრებაში.

17. თევზებს შეიძლება ვუწოდოთ ერთდროულად ზარმაცი და მეოცნებე.

18. უჭირთ გადაწყვეტილების მიღება. ზედმეტად ჩაციკლულები არიან იმაზე, რომ შესაძლო საქმე არასწორად წარიმართოს.

19. ტიპიური თევზები, როგორც წესი, გზაზე ნაკლებად წინააღმდეგობრივად მიდიან, დინების მიმართულებით ცურვას არჩევენ და არა მის საწინააღმდეგოდ.

20. თევზებს შესანიშნავი ინტუიცია აქვთ. თუ ის რჩევას მოგცემთ, უმჯობესია, გაითვალისწინოთ.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS