ქალი თევზი თავისი სულ პატარა ქმედებითაც კი იზიდავს მამაკაცს. შემდეგ კი აძლიერებს, თავდაჯერებულს ხდის და ხანგრძლივი ურთიერთობისთვის განაწყობს.
თუკი ურთიერთობისას ვნება იკლებს, ქალი თევზი მას ხელახლა ააგიზგიზებს. მისი სიყვარული უპირობოა. პარტნიორისგან ლოგინში გმირობებს არ ითხოვს და ამით ის კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება.
ქალი თევზი და ფული
ქალი თევზი ფულში არ ეძებს სულიერ სიმშვიდეს. ისინი უპირატესობას ანიჭებენ ურთიერთობას და არა მატერიალურ ნივთებს. მისთვის მთავარი სიყვარულია და არა ფული.
მან კარგად იცის საკუთარი
ხდება ისე, რომ ამ ნიშნის მატარებელი ქალი, რომელიმე ცნობილი საზოგადო მოღვაწის ან გამოჩენილი ადამიანის საყვარლის როლში გვევლინება. ამ შემთხვევაში მას სახელი და დიდება არ იზიდავს. პირიქით, თავად ამ სახის პარტნიორს სჭირდება თევზების სიმშვიდე და შემწყნარებლობა.