27 წლის ჩარლი და მისი ქმარი კალენი ქალიშვილს ზრდიან და მეორე ბავშვის მოლოდინში არიან. ჩარლი და კალენი განსაკუთრებული წყვილია - საქმე იმაშია, რომ ორივე ლილიპუტია.
ჩარლის სიმაღლე 127 სმ-ია, კალენი კი ცოლზე 10 სმ-ით მაღალია. მიუხედავად ამისა, ჩარლი და კალენი სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ. 2 წლის წინ, მათ პირველი ქალიშვილი, სახელად ტილბოი შეეძინათ. გოგონას დედისგან მემკვიდრეობით გადაეცა აქონდროპლაზიის დაავადება. ექიმებმა ეს ბავშვს დაბადებისთანავე აღმოუჩინეს.

ახლა

მიუხედავად ყველაფრისა, ჩარლი და მისი მეუღლე ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებენ:
"ლილიპუტობა არასდროს გვაფერხებდა. ცხოვრებით ისეთივე სიამოვნებას ვიღებთ, როგორც ყველა ჩვეულებრივი ადამიანი. ვარსებობთ, დავდივართ სპორტდარბაზში, ვისვენებთ პლაჟზე. სიმაღლე ხელს არ გვიშლის, თავი ბედნიერად ვიგრძნოთ", - ეს წარწერა მეუღლეებმა Instargam-ზე გამოქვეყნებულ ფოტოზე გააკეთეს.

რა თქმა უნდა, ჩარლი და კალენი ხშირად კრიტიკასაც აწყდებიან. Instargam-ზე მათ ხშირად ადანაშაულებენ საკუთარი შვილების მიმართ უპასუხისმგებლობაში. ზოგიერთი მომხმარებელი მიიჩნევს, რომ ლილიპუტი წყვილი შვილებს არ უნდა აჩენდეს, რამდენადაც ისინი მთელი ცხოვრება საკუთარი გენეტიკური დაავადების გამო დაიტანჯებიან.

ანა გარელი