ის გამოიმუშავებს ორ ჰორმონს - ტრიიოდტირონინსა და ტიროქსინს, რომლებიც პასუხს აგებენ ენერგიაზე, ნივთიერებათა ცვლასა და საერთოდ, ორგანიზმის ზრდაზე.
"სამწუხაროდ, დღესდღეობით ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა ძალიან გავრცელებულია", - წერს "Daily Health Keeper"-ი.
როგორ აღმოაჩინოთ ორი ძირითადი დარღვევა: ჰიპოთირეოზი (ჯირკვლის დაპატარავება) და ჰიპერთირეოზი (გაზრდა).
ჯირკვლის დაავადების ძირითადი მიზეზები:
ქრონიკული სტრესი
ტოქსინების სიჭარბე
იოდის დეფიციტი
მეტალების დაგროვება
ჰიპერთირეოზის დამატებითი მიზეზები:
ბაზედოვის დაავადება
თირეოიდიტი
ტოქსიკური ადენომა
ჰიპოთირეოზის დამატებითი მიზეზები:
ლითიუმის ან იოდის სიჭარბე
აუტოიმუნური
ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა
როგორ გაექცეთ ამ საშიშროებას?
1. მოგიწევთ რაციონის შეცვლა: ეცადეთ, მიიღოთ ნაკლები შაქარი და რაფინირებული ფქვილით დამზადებული კერძები. გამოიყენეთ ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3, იოდი, სელენი და თუთია.
2. ისწავლეთ სტრესის მართვა: ეცადეთ, თქვენს ცხოვრებაში არსებული სტრესი დააბალანსოთ - სცადეთ სუნთქვის ვარჯიშები, იოგა, მედიტაცია, ბუნებაში გასეირნება და ა.შ.
3. დაკავდით სპორტით: რეგულარული ვარჯიში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ნორმალურ გამოყოფას უწყობს ხელს.
4. დაკავდით წმენდით: საუნა ან თერმოთერაპია ორგანიზმიდან ზედმეტი შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნაში დაგეხმარებათ.
5. თუ არაფერი გეხმარებათ, შეგიძლიათ, დამატებაზე გადახვიდეთ: არსებობს მრავალი საკვები დანამატი, რომლებიც ჯირკვლის ფუნქციის დარღვევასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ, თუმცა, მათი მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ ღირს.
ანა გარელი