22 თებერვალი, 2018
ის ამტკიცებდა, რომ ხორცზე უარის თქმა კიბოს კურნავს - თავად კი სწორედ ამით გარდაიცვალა
"YouTube-ის ვარკვლავი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ვეგანური ცხოვრების წესი სარძევე ჯირკვლის სიმსივნის წამალია - სწორედ ამ დაავადებით გარდაიცვალა", - წერს "Unilad"-ი.

მარი ლოპესი, რომელიც ცნობილი გახდა ვიდეობლოგის საშუალებით, რომელსაც საკუთარ დისშვილთან, ლიზ ჯონსონთან ერთად მართავდა, დეკემბერში ამავე დაავადებით გარდაიცვალა.

YouTube-არხს Mari & Liz 11761 გამომწერი ჰყავდა, ვიდეორგოლებში ისინი ვეგანური ცხოვრების წესსა და საკუთარ რწმენაზე საუბრობდნენ.
Rating











ლიზი ჯერ კიდევ დარწმუნებულია, რომ ვეგანიზმს დეიდამისის გადარჩენა შეეძლო, მიუხედავად იმისა, რომ დაავადება მის სისხლში, ღვიძლსა და ფილტვებში გავრცელდა.

ერთ-ერთ ვიდეოში,
სათაურით "სიმსივნის ტრანსფორმაციაზე ხშირად დასმული კითხვები", მარი ყვებოდა:
"ლიმონისა და კოჭას ნარევი ანთებისგან თავის დაღწევაში დამეხმარა, თუმცა, 90 დღის მანძილზე ერთი და იმავე წვენის მიღება ძალიან გამიჭირდა.

თავს საშინლად ვგრძნობდი, ეს გაციებას ჰგავდა. მაგრამ ეს ჩემი არჩევანი იყო, ახლა კარგად ვარ, არ მოვკვდი და არც საავადმყოფოში მოვხვდი. ამ გზით სვლას გავაგრძელებ. ყველაფერი დასრულდა, მე განვიკურნე. მე ამას ჩემს სხეულსა და სულში ვგრძნობ".

ლიზი ამტკიცებს, რომ მისი დაავადების მიზეზი მიკროტალღურ ღუმელში გამომცხვარი ხორცია.

მან განმარტა:

"მარი სრულად არ ეთანხმებოდა იმ აზრს, რასაც ვიდეოში განმარტავს. ჩემი ოჯახი ამ სტილით არ ცხოვრობს. როცა მარი დედაჩემთან ცხოვრობდა, მან დაიწყო მისი დარწმუნება, რომ ხორცი უნდა ეჭამა.
დეიდაჩემი მიკროტალღური ღუმელის წინააღმდეგი იყო, რადგან ის სიმსივნეს იწვევს, დედაჩემი კი კერძებს სწორედ მიკროტალღურ ღუმელში ამზადებდა".

Cancer.org-ის თანახმად, იმის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მიკროტალღური ღუმელი მათი მომხმარებლის ჯანმრთელობას ზიანს აყენებს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS