22 თებერვალი, 2018
"გველების ნახვა მინდოდა და იმიტომ გავიპარე სახლიდან" - ხაშურიდან გამოპარული ბიჭი უკვე ზოოპარკშია
9 წლის გიორგი ნოზაძე გუშინ მთელმა საქართველომ გაიცნო. პატარა ბიჭუნა ზოოპარკის სანახავად ხაშურიდან თბილისში გაიპარა და დაიკარგა, თუმცა, პატრულმა იპოვა და ოჯახს დაუბრუნა. გიორგი ახლა ზოოპარკშია, მას ზურაბ გურიელიძემ და პატრულმა ანამ ცხოველები დაათვალიერებინეს.

გიორგი „რეიტინგს“ ესაუბრა.

- გველის წელში დავიბადე და ძალიან მიყვარს გველები, საყვარლები და ლამაზები არიან, ვიცოდი, ზოოპარკში ბევრი ლამაზი გველი ჰყავთ, ამიტომ გადავწყვიტე ჩუმად გავპარულიყავი და მენახა. საღამოს გავიპარე სახლიდან და მატარებლით წავედი თბილისში.

- როგორ გიპოვა პატრულმა?


- მატარებელში ისე
ავედი, არავის არაფერი უთქვამს. თბილისში როცა ჩამოვედით, გამცილებელი გოგონა მიხვდა, რომ გამოპარული ვიყავი სახლიდან და მატარებლიდან ვეღარ ჩამოვედი. მან დაურეკა პატრულს, პატრული მოვიდა და ვუთხარი, რომ ზოოპარკში წასვლა მინდოდა. პოლიციამ მამას დაურეკა, გუშინ ვერ წავედი ზოოპარკში, მაგრამ ახლა წამომიყვანა პატრულმა ანამ, გველებიც ვნახე, ცხოველებიც ვნახე და ძალიან მიხარია. მამასთან ერთად თბილისში კი ვარ ნამყოფი, მაგრამ ზოოპარკში არასდროს ვყოფილვარ. ჩემი ოცნება ასრულდა და ბედნიერი ვარ.

- გაგიბრაზდნენ მშობლები სახლიდან გაპარვის გამო?

- არავინ არ გამიბრაზდა. მამა როცა ჩამოვიდა, პატრული მასეირნებდა და როგორ გამიბრაზდებოდა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
გორელი ჯიმშერა
ისეთი კეთილძაღლები არიან ხაშურლები შეილება გაა-PR-ეს კიდეც და ბავშვი დარიგებული ყავდათ ეგრე ქენიო.
21:34 / 22-02-2018
გამოხმაურება / 0 /
მშობელი
მშობლებო, წაიყავნეთ ბავშვები თეატრში, კინოში, ზოოპარკში, მუზეუმში - უკეთეს სიამოვნებას მათ ვერაფერი მიანიჭებს! ნუ გამოცდით მათ მოთმინებას!
16:53 / 22-02-2018
გამოხმაურება / 0 /
მარი
საყვარელი :)
15:30 / 22-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS