დიეტოლოგებმა ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტები დაასახელეს:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი
ნაწლავებსა და კუჭს უჯრედისი, საკვები ბოჭკოები და რძემჟავას ბაქტერიები სჭირდება. ამ ნივთიერებებს შეიცავს ფაფები, ბოსტნეული, ხილი, მწვანილი, ძირეული ნაყოფი, მარცვლეული და რძემჟავას შემცველი პროდუქტები.
ღვიძლი
ამ ორგანოს სჭირდება ახალი ხილი და ბოსტნეული, რომლებიც მას ტოქსინების გამოდევნაში დაეხმარება. ასევე, ძალიან სასარგებლოა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, რომელსაც შეიცავს თევზი, ზეითუნის ზეთი,
კანი
კანის კარგი მდგომარეობისთვის, პირველ რიგში, ფორმაში უნდა მოიყვანოთ ღვიძლი, მიირთვით ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტი. კანისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტად შეიძლება დავასახელოთ ავოკადო, რადგან გარდა ცხიმოვანი მჟავებისა, ის შეიცავს A და E ვიტამინებს, რაც დადებითად აისახება ქსოვილსა და უჯრედებზე.
გული
დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ გულისთვის სასარგებლოა სელის ზეთი და ბანანი. ეს ორი პროდუქტი გულის კუნთების ახალგაზრდობაზე ზრუნავს.
თმა
თმა რომ ძლიერი და აბრეშუმივით ნაზი იყოს, უნდა გამოიყენოთ მცენარეული ზეთები, რასაც შეიცავს ნიგოზი, მზესუმზირა და ზეთები. ეს პროდუქტები აუმჯობესებენ ფრჩხილების მდგომარეობასაც.
ტვინი
მწარე შოკოლადი, მედიკოსების თქმით, ტვინისთვის საუკეთესო პროდუქტია, აფერხებს მის დაბერებასა და ჭკუასუსტობას.
თვალები
კენკრა, სტაფილო და ისპანახი შეგინარჩუნებთ მხედველობას და თვალების დაავადების რისკს შეამცირებს.
კუნთები
უნდა მიირთვათ ხორცი, თევზი, კვერცხი, მარცვლეული, ნიგოზი, ხორბლეული, ბოსტნეული.
ძვლები
ძვლოვანი ქსოვილისთვის აუცილებელია D ვიტამინი და კალცი, ამიტომ რაციონში უნდა შეიტანოთ რძემჟავას პროდუქტები - ხაჭო, თევზი, ზღვის პროდუქტები, ჭვავის პური, ბანანი, კარტოფილი.
შეიტანეთ რაციონში ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები და ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ შეგაწუხებთ.
ანა გარელი