ხანგრძლივ კვლევაში 6236-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა საშუალო ასაკი 34 წელი იყო.
მათი ფილტვების მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდებოდა.
აღმოჩნდა, რომ პროფესიონალი დამლაგებლების ფილტვების მოცულობა წლის განმავლობაში 7,1 მმ-ით მცირდებოდა, დიასახლისების შემთხვევაში კი - 4,3 მმ. მსგავსი მახასიათებლები ხომ მავნე მწეველებს აქვთ.

სარეცხი ან გამწმენდი საშუალებების გამოყენებისას ღიზიანდება ცხვირის ლორწოვანი გარსი, რაც ართულებს ფილტვების მუშაობას. მსგავს გაღიზიანებას შეუძლია ასთმისა და სხვა დაავადებების გაჩენა.
მეცნიერები ქალებს ურჩევენ გამოიყენონ ბუნებრივი შემადგენლობის შემცველი საშუალებები.
რამდენად ხშირად იყენებთ დასასუფთავებელ ქიმიურ საშუალებებს თქვენ? სიფრთხილე გამოიჩინეთ. გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას.
ანა გარელი