მერწყული
2018 წელიწადი იქნება დრო, როცა ურთიერთობებს სხვა თვალით შეხედავთ. ადამიანები, რომლებსაც შეხვდებით, საშუალებას მოგცემენ, უკეთ გაეცნოთ საკუთარ ქვეცნობიერს. როგორც იქნა, ეს იქნება დრო, როცა სხვის სისტემაში ჩაწერას აღარ ეცდებით და დაიწყებთ იმ ადამიანის ძიებას, ვინც მიგიღებთ ისეთს, როგორიც ხართ.
მორიელი
დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ ვერ დაგაფასეს წარსულში. წარსულის სიყვარულმა ტკივილი მოგაყენათ, რის გამოც ახალ ურთიერთობებს გაურბიხართ.
2018 წელს ახალ კავშირს ელოდეთ, რაც საშუალებას მოგცემთ საკუთარი ფასი
თხის რქა
სატურნი თქვენს ნიშანში დაბრუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა სიყვარულის მნიშვნელოვნება გაიხსენოთ. ამ წელს მიხვდებით, რომ სიყვარულში არაფრის დამტკიცება არ არის საჭირო.
2018 წელი გაჩუქებთ პარტნიორს, რომელიც თქვენი ყველა ღირსებითა და ნაკლით მიგიღებთ, რაზეც თქვენც იმავეს უპასუხებთ.
თევზები
წელს აღარ დაგეუფლებათ განცდა, თითქოს სიყვარულს ემსახურებით და დაინახავთ, როგორ გემსახურებათ სიყვარული თქვენ. შესაძლოა, თქვენ დამოკიდებულ პარტნიორულ ურთიერთობაში აღმოჩნდით ან გრძნობდით, რომ თქვენი კავშირი არასწორი იყო.
2018 წელს სამყარო იმას მოგცემთ, რაც გჭირდებათ. სიყვარულს აღარ მიიღებთ ისეთ გრძნობად, რაც თითქოს თქვენს წინააღმდეგ მუშაობს, ბედს მიენდობით და დაელოდებით, რა მოხდება.
ლომი
წელს სიყვარული გაიძულებთ სიამაყეზე უარი თქვათ. ხანდახან მოგიწევთ ადამიანებს დახმარება სთხოვოთ და გაიგოთ, რომ თქვენი პარტნიორი ყოვლისშემძლე არ არის. ამ წელს სიყვარულში უფრო ბრძენი გახდებით.
2018 წელს ახალ სასიყვარულო გაკვეთილებს გაივლით - მოათვინიერებთ საკუთარ ვნებას და ისწავლით მოთმინებას.
ანა გარელი