20 თებერვალი, 2018
10 მინიშნება, რომ თქვენი გარდაცვლილი ახლობლები თქვენს გვერდით არიან და თავს კარგად გრძნობენ
როცა ახლობელი ადამიანები სხვა სამყაროში გადაინაცვლებენ, მათ ძალიან სურთ მიგვანიშნონ, რომ თავს კარგად გრძნობენ და ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან.

თუ ამას ვერ ვიგრძნობთ, ცდილობენ მინიშნების მოცემას - გვატყობინებს მწერალი კარენ ნოე "Ezine @rticles"-ში გამოქვეყნებულ საკუთარ სტატიაში.

ამ მინიშნებების სპეციალურად ძიება არ ღირს - ისინი თავად გიპოვიან. გთავაზობთ ძირითად 10 მინიშნებას:

1. ისინი ცხოველების სახით გვევლინებიან

ახლობელ სულებს შეუძლიათ მცირე ხნით პატარა ცხოველებში ჩასახლდნენ. ყურადღებით დააკვირდით მათ ქმედებებს: გაჯდებათ, ფანჯარაზე აკაკუნებს, გიყვირით და ა.შ.

2.
გვიგდებენ მცირე საგნებს, რომლებიც შესაძლოა, მათ უყვარდათ

ჩვენს ახლობლებს უყვართ იმ მცირე ნივთების მოცემა, რომლებიც მათთვის იყო მნიშვნელოვანი - ბუმბულის, მონეტებისა და ქვების სახით. მათ ყველაზე მოულოდნელ ადგილას იპოვით.

3. გამოყოფენ სუნს

ახლობლის სულის სიახლოვე შეიძლება იგრძნოთ მისთვის დამახასიათებელი სუნამოს სურნელით, ყვავილებით, თამბაქოთი ან თამბაქოს კვამლითა და სხვა საშუალებებით. როგორც წესი, სუნი სრულიად აუხსნელად, მოულოდნელად ჩნდება.

4. ისინი საყვარელ მუსიკას რთავენ გარკვეულ დროს

ახლობლების არსებობის კიდევ ერთი ნიშანია მათი საყარელი მელოდიის მოულოდნელად გაჟღერება სწორედ მაშინ, როცა მისი მოსმენა გსურთ. ხშირად სხვადასხვა ადგილას ერთი და იგივე მუსიკა ჟღერს.

5. ისინი თქვენთან სიზმრად მოდიან

გარდაცვლილი ადამიანების მოხმობის ყველაზე მარტივი გზა მათი სიზმრად ნახვაა. საკმარისია სთხოვოთ მათ ეს და ისინი მოვლენ.

6. ხშირად ისინი ერთსა და იმავე რიცხვებს გვიჩვენებენ

ახლობლები გაჩვენებენ რიცხვებს, რომლებიც თქვენთვის ან მათთვის იყო მნიშვნელოვანი - განმეორებითი რიცხვების სახით. ისინი შეიძლება გაჩნდეს საათზე, სარეკლამო ბანერებზე და სხვა ნებისმიერ ზედაპირზე.

7. ისინი საშუალებას გვაძლევენ უმიზეზოდ განვიცადოთ სიმშვიდე

როცა გარდაცვლილის სული ოთახშია, როგორც წესი, ის სიყვარულისა და სიმშვიდის განცდას იწვევს ჩვენში. ეს სრულიად მოულოდნელ მომენტში ხდება, როცა ამის მიზეზი არ არის.

8. გვკარნახობენ აზრებს

რამდენადაც ჩვენი ახლობლები სულის სახით გვევლინებიან, არ გვესმის მათი ხმა. ამიტომ ფიქრებს ტელეპატიური ხერხით გვატყობინებენ. ყურადღება გაამახვილეთ ფიქრებზე, რომლებიც თავში სრულიად აუხსნელად მოგდით. თუ გარკვეული აზრის წყაროს ვერ პოულობთ - ეს გზავნილია სხვა სამყაროდან.

9. მათ უყვართ ელექტროენერგიასთან თამაში

შეუძლიათ ჩართონ ან გამორთონ ელექტროენერგია. ასევე, ჩართონ ან გამორთონ ტელევიზორი, ააციმციმონ შუქი და ააჭრიალონ ინსტრუმენტები სრულიად უმიზეზოდ.

10. ხმაური ყურებში

რამდენადაც ისინი სხვაგვარად, უფრო მაღალი სიხშირით საუბრობენ, შეიძლება, ყურებში რეკვის ხმა მოგვესმას, როცა ჩვენი ყურადღების მიქცევას ცდილობენ.

ეს ნიშანია: ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, თუ რის თქმას ცდილობენ ისინი თქვენთვის.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS