19 თებერვალი, 2018
ის ყოველდღე სამსახურში მისასვლელად ფეხით 17 კმ-ს გადიოდა - აი, რა გააკეთეს მისმა კოლეგებმა
"21 წლის ტრენტონ ლუისი არკანზასის შტატიდან 1 წლის უსაყვარლესი გოგონას მარტოხელა მამაა", - წერს "20 minutes"-ი. მთელი შვიდი თვის მანძილზე ახალგაზრდა მამაკაცი სამსახურამდე 17 კმ-ს გადიოდა ფეხით.

ცხოვრებაზე ის არასდროს წუწუნებდა - სიამაყე ამის საშუალებას არ აძლევდა. მას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა - გამოემუშავებინა ფული მისთვის და მისი გოგონასთვის.
Rating










ტრენტონი ცდილობ
და კოლეგებისთვის არ გაემხილა მდგომარეობა, რომელშიც ის აღმოჩნდა.

ყოველდღე დილის 4 სთ-ზე დგებოდა და სამსახურში მიდიოდა. მან იცოდა, რომ მის გარდა ვერავინ იზრუნებდა მის გოგონაზე და ვერც სატრანსპორტო საშუალების გარეშე ყოფნა აფერხებდა.

ცოტა ხნის წინ ტრენტონი დარწმუნდა, რომ სამყაროში კეთილი ადამიანები არსებობენ: თანამშრომლებმა მას გასაოცარი საჩუქარი - მანქანა გადასცეს.
Rating











ამაზე ორგანიზაციის თანამშრომელმა, პატრისია ბრაიანტმა იზრუნა. კოლეგები მას მოფერებით "დედა პეტს" ეძახიან. როდესაც ქალმა ტრენტონის მდგომარეობის ამბავი შეიტყო, მაშინვე მისთვის საჩუქრის გაკეთება გადაწყვიტა.

როცა ყველაფერი მზად იყო, თანამშრომლები შეიკრიბნენ, სადაც ერთ-ერთი სწორედ ტრენტონ ლუისი იყო.
კენეტ ბრაიანტმა, პატრისიას ქმარმა, ჯიბიდან გასაღები ამოიღო და ტრენტონს გაუწოდა.
Rating









თავდაპირველად ტრენტონმა მომხდარი ვერ დაიჯერა, ძალიან აღელდა და თანამშრომლების მიმართ გულწრფელი მადლიერება გამოხატა.

"ამას არასდროს დავივიწყებ", - თქვა მან.

გასაღების მიღების შემდეგ პირველი, რაც მან გააკეთა ქალიშვილთან გაეშურა და მასთან ერთად ქალაქში სასეირნოდ წავიდა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS