16 თებერვალი, 2018
ჩინური ახალი 2018 წელი - რა არ უნდა გააკეთოთ ამ დღეს
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ახალი 2018 წელი სწორედ დღეს, 16 თებერვალს დგება.

ჩინელებისთვის ეს თარიღი გაზაფხულის დღესასწაულად მიიჩნევა, რადგან ამ დღეს იწყებდნენ თესვას. ყველა მცხოვრები მშობლების სახლში იკრიბება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოშორებით იმყოფებიან. ერთობიან, ერთმანეთს სტუმრობენ და საჩუქრებს ჩუქნიან.

ახალი წლის პირველი დღე წმინდა დღედ ითვლება, ეძღვნება მიწისა და ცის ღვთაებებს. ამ დროს ზოგიერთი ადამიანი ხორცზე დროებით უარს ამბობს. ტრადიციების თანახმად, ამას სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. სხვები სახლში კერძებს აღარ ამზადებენ, რადგან ცეცხლსა და დანას წარმატების
შეშინება შეუძლია - წერს Greenmama-ი.

პირველი დღე - აუცილებელია ახლო ნათესავების მონახულება - ბებიების, ბაბუების და ა.შ. ამ დღეს ყველა წყენას ივიწყებენ და დღე მშვიდობასა და შერიგებას ეძღვნება.

მეორე დღე - გარდაცვლილების ხსენების დღე.

მესამე-მეოთხე დღე - სიძეები საკუთარი ცოლების მშობლების მიმართ პატივისცემას გამოხატავენ.

მეხუთე დღე - ჩინური კეთილდღეობის ღმერთის დაბადება აღინიშნება და ტრადიციულად პილმენებს ამზადებენ, სხვადასხვა შიგთავსით.

მეექვსე დღიდან მეათე დღემდე - ჩინელები საკუთარ შორეულ ნათესავებს სტუმრობენ.

მეშვიდე დღე - ყველა ადამიანის დაბადების დღე, როცა ყველას შეუძლია საკუთარ ასაკს ერთი წელი შემატოს.

მერვე და მეცხრე დღე - კიდევ ერთი მიზეზი ოჯახურ სუფრასთან შეკრებისა და ცის იმპერატორის სადიდებელი ლოცვების წარმოსათქმელად.

მეთხუთმეტე დღე კი ფარნების ფესტივლის დღე გახლავთ - ადამიანები ქუჩაში ნათელი ფარნებით გამოდიან, სახლებთან სანთლებს ანთებენ, რომლებიც დაკარგულ სულებს გზას უნათებენ, ავადმყოფობებისგან ათავისუფლებს და კეთილდღეობა მოაქვს.

ჩინური ახალი 2018 წელიწადი: რის გაკეთებაა აკრძალული დღესასწაულზე

- არ შეიძლება ჩხუბი, ურთიერთობების გარჩევა, გაბრაზება, ყვირილი და ლანძღვა.

- ფულის სესხება. აუცილებლად უნდა გადაიხადოთ ყველა ვალი.

- ახალი წლის დღეებში თავის დაბანა იგივეა, რაც წარმატების ჩამობანა.

- როგორც წესი, ახალი წლის დადგომისას, არ შეიძლება ახალი ფეხსაცმლის შეძენა, რათა უსიამოვნება არ მიიზიდოთ. მიზეზი გახლავთ ის, რომ "ფეხსაცმელი" ჩინურად ჟღერს, როგორც "რთული".

- ახალი წლის აღნიშვნის პირველ დღეებში არ შეიძლება დანისა და სხვა ბასრი საგნების გამოყენება, რათა თქვენი ბედნიერება არ გადაჭრათ.

- გარდა ამისა, პირველ თვეს დაუშვებელია თმის შეჭრა, რადგან წარუმატებლობა ელის ბიძას დედის მხრიდან.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
123
ბოლო იყო სუპერ:))))))) დედის ხაზით ჩვენთანაც მოდაშია:)))))))))
20:07 / 16-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS