ისე, კარგად რომ დაუფიქრდე, ზამთარი ჩვენთან სამი
ყველაზე მეტად თებერვალი არ მიყვარს, რადგან თითქმის სულ ქარია. ბავშვობაში ვიღაცამ მომიყვა „სურბ სარქისის“ ლეგენდა და ღრმად მჯეროდა, რომ თებერვლის ქარების მიზეზი სწორედ ის იყო. კალენდარს შევხედე. მახსოვს, რომ ახლა სურბ სარქისის დღეებია. პარასკევი ღამე კი მარილიანი კვერების რიტუალის დროა! ხვალ სწორედ პარასკევია. ჩემი შარშანდელი მცდელობა გამახსენდა. მკითხაობების დიდად არ მწამს, მაგრამ მახსოვს, ცნობისმოყვარეობამ ამიტანა და „დავგუგლე“:
„სომხური ლეგენდის თანახმად, წმინდა სარქისმა თებერვალში მოიტაცა ბერძენი ელენა. მამამ მდევრები დაადევნა, მაგრამ ამოვარდა საშინელი ქარბუქი და რამდენიმე დღე გაგრძელდა. მდევრებმა ქალი ვეღარ დაიბრუნეს.
თუ პარასკევს საღამოს, ტაფაზე გამოაცხობ მარილიან კვერს (2 სუფრის კოვზი ფქვილი, 1 სავსე ჩაის კოვზი მარილი და ცოტა წყალი), ძილის წინ შეჭამ, ისე, რომ ზედ არაფერი დააყოლო და დაიძინებ, შაბათს გამთენიისას დაგესიზმრება წინასწარმეტყველური სიზმარი, რომელიც უნდა დაიმახსოვრო. ვინც სიზმარში წყალს დაგალევინებს, ის იქნება შენი ბედი. სასურველია, კვერი ქვრივმა ქალმა გამოაცხოს“.
ჩემი მეზობელი, ქვრივი ლაურა გამახსენდა, მეშვიდე სართულზე ავირბინე და კარზე მოკრძალებულად დავაკაკუნე. მახსოვს, ბავშვობაში სულ ვერიდებოდი ხოლმე. კაცივით ბოხი, ჩახრინწული ხმა და ძალიან თმიანი მკლავები ჰქონდა (იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო აქტუალურ ფაზაში ეპილაცია). ისე, რა საინტერესო ფენომენია ბავშვობაში განცდილი პატარ-პატარა შიშები და ფობიები. ახლა ხომ უკვე დიდი ვარ? მაგრამ უსიამოვნო განცდამ მაინც შემიპყრო. არადა, რა ვქნა? ძალიან მაინტერესებს, სიზმარში ვინ დამალევინებს წყალს.
განაგრძეთ კითხვა: