16 თებერვალი, 2018
შეიქმნა ნანორობოტები, რომლებიც სიმსივნურ უჯრედებს ეძებენ და კლავენ
ჩინელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ნანორობოტები, რომლებსაც სიმსივნური უჯრედების პოვნა და მათი განადგურება შეუძლიათ - წერს Inquirer-ი. როგორ? პირდაპირი მნიშვნელობით, ისინი მათ ჟანგბადს უწყვეტენ.

ნანორობოტს თრომბით დაინფიცირებული უჯრედის გარშემო ქმნიან. რაც თავისმხრივ ბლოკავს სისხლის მოძრაობას, ასე სიმსივნე მისთვის აუცილებელ მკვებავ ნივთიერებებსა და ჟანგბადს ვერ იღებს.

დნმ-ის მიერ შექმნილი მიკროსკოპული რობოტები წინასწარაა დაპროგრამებული სიმსივნური უჯრედების ძიებასა და განადგურებაზე.
მეცნიერების ცნობით, ორგანიზმის ჯანმრთელი უჯრედებისთვის ნანორობოტი საშიშროებას არ წარმოადგენს.

თაგვებსა და ჯუჯა ღორებზე ჩატარებულმა კვლევამ, სიმსივნის მკურნალობის ამ მეთოდმა მაღალი
ეფექტურობა აჩვენა: 8 მღრღნელიდან 3 გადარჩა, დანარჩენის სიცოცხლე კი ორჯერ გახანგრძლივდა.

მიღებული შედეგების შესახებ მეცნიერებმა ჟურნალ Nature Biotechnology-ში გამოაქვეყნეს.

მათ იმედი აქვთ, რომ ნანორობოტების გამოცდა უფრო მსხვილ ცხოველებზეც წარმატებით ჩაივლის.
ვიმედოვნებთ, რომ ეს გამოცდა გაამართლებს და რიგითი ადამიანებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS