16 თებერვალი, 2018
ბათუმელი გოგონას ისტორია, რომელმაც 100 კილოგრამი დაიკლო - "მიყვარდა ცომეული, შემეძლო დღეში ორი მთლიანი პური მეჭამა"
28 წლის ბათუმელი გოგონას - სოფო აბაიშვილის ისტორია საინტერესო და დაუჯერებელია. გოგონა, რომელმაც 100 კილოგრამი დაიკლო, ჭარბ წონასთან ბრძოლის ყველაზე რთულ და ემოციურ პროცესზე გულახდილად საუბრობს.

"ბავშვობაში ძალიან გამხდარი, უჭმელი ბავშვი ვიყავი, წონაში მატება 13 წლის ასაკიდან დავიწყე. გარდატეხის პერიოდში მოვიმატე და თანდათან 185 კილოგრამს მივაღწიე. გენეტიკაში მამის მხრიდან ბიძა მყავდა ჭარბწონიანი და ვფიქრობ, ამიტომ შემექმნა მეც წონასთან დაკავშირებით პრობლემა", - გვიყვება სოფო.

- როდის
დაიწყე წონასთან ბრძოლა?


- 24 წლის ვიყავი, როდესაც თბილისში ჩამოვედი და ენდოკრინოლოგთან მივედი. დავიწყე საათობრივი კვება, ავიკრძალე ტკბილეული და ცომეული. 20-30 კილოგრამს პერიოდულად სულ ვიკლებდი ხოლმე, მაგრამ მერე ვიმატებდი. ენდოკრინოლოგთან მისვლის შემდეგ დავიწყე სწორი კვება, ფიზიკური აქტივობებით დავკავდი და ერთ წელიწადში დავიკელი 75 კილოგრამი, რომელიც წელიწადნახევარი შევინარჩუნე, შემდეგ დავიწყე განმეორებით მატება.


- იყო ეტაპი შენს ცხოვრებაში, როდესაც დანებდი წონასთან ბრძოლას?

- მნიშვნელოვანია არა ის ფაქტი, რამდენი დრო დასჭირდება ზედმეტი კილოგრამების დაკლებას, არამედ როგორ შეინარჩუნებ დაკლებულ წონას. საჭიროა იგივე შემართება და სწორი კვება. მე ალბათ ეს ეტაპი გამეპარა და თანდათან მატება დავიწყე. ნამატმა 50 კილოგრამს გადააჭარბა, 167 კილომდე ავედი, ამიტომ გადავწყვიტე, გამეკეთებინა კუჭის ოპერაცია. ამჟამად, მთლიანობაში 100 კილოგრამი მაქვს დაკლებული და განვაგრძობ კლებას. ყველაფრის ჭამის უფლება მაქვს ცოტა რაოდენობით. ძალიან მიყვარდა ცომეული, შემეძლო დღეში მთლიანი ერთი ან ორი პური მეჭამა.

იხილეთ ვრცლად:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS