15 თებერვალი, 2018
ადამიანების 97 % ბრინჯს არასწორად ხარშავს - რის გამოც მასში დარიშხანი რჩება
მეცნიერები ამბობენ, რომ მილიონობით პროფესიონალი მზარეულიც კი ბრინჯს არასწორად ხარშავს, ამით კი საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ, წერს "The Telegraph"-ი.

საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი ბრინჯი მცირე რაოდენობით დარიშხანს შეიცავს.

ჩინელებმა იციან, როგორ მოაშორონ ის, ევროპელებმა კი არა.
Rating











გაირკვა, რომ ბრინჯს დარიშხანი რომ მოაშოროთ, საჭიროა ქვაბში დიდი რაოდენობით წყალი ჩაასხათ და მთელი ღამით გააჩეროთ.

სპეციალისტები უკვე მრავალი წელია დარიშხანის დასაშვებ დოზაზე საუბრობენ - 2016 წელს ევროკავშირმა ახალი შეზღუდვები დააწესა.

ამ ელემენტთან ქრონიკული კავშირი საერთო ჯამში იწვევს
ჯანმრთელობის დარღვევას, მათ შორის განვითარების პრობლემას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, დიაბეტსა და სიმსივნეს.

თუმცა, ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ბრინჯის მოხარშვის წესი მთავარ როლს ასრულებს ამ ტოქსიკურ, მაგრამ ბუნებრივ ნივთიერებასთან კონტაქტის შემცირებაში.

ბელფასტში მდებარე სამეფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ენდი მიერგმა BBC-ის ერთ-ერთი გადაცემისთვის ბრინჯის მოხარშვის სამი საშუალება გაამხილა.
Rating










პირველ ჯერზე,
მან შემდეგი პროპორცია გამოიყენა - ერთ ნაწილ ბრინჯზე ორი ნაწილი წყალი ისე, რომ ხარშვის დროს წყალი აორთქლებულიყო.

მეორე შემთხვევაში, მან ერთ ნაწილ ბრინჯზე 5 ნაწილი წყალი გამოიყენა; როცა ზედმეტი წყალი გადაღვარეს, აღმოჩნდა, რომ დარიშხნის შემცველობა თითქმის ორჯერ შემცირდა.

მესამე შემთხვევაში, როცა ბრინჯი მთელი ღამის განმავლობაში წყალში გააჩერეს, დარიშხნის შემცევლობა 80%-ით შემცირდა.

თავაზობთ რჩევებს, როგორ უნდა მოხარშოთ ბრინჯი სწორად:

- შეაგროვეთ საჭირო რაოდენობის მშრალი ბრინჯი.

- დაასხით წყალი და გააჩერეთ მთელი ღამით.

- კარგად გარეცხეთ ბრინჯი, ვიდრე წყალი გამჭვირვალე არ გახდება.

- გააშრეთ, როგორც საჭიროა.

- მოათავსეთ ბრინჯი ქვაბში, 1/5 პროპორციით, დაუმატეთ მწიკვი მარილი და აურიეთ.

- მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ და ქვაბს თავსახური მჭიდროდ დაახურეთ.

- მინიმალურ ცეცხლზე 10-15 წუთი ხარშეთ ისე, რომ თავსახური არ მოხადოთ.

- ჩანგლის დახმარებით გაფანტეთ მზა ბრინჯი.

ანა გარელი



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნანა
1/5-ზე, 1 ბრინჯი და 5 წყალი იგულისხმება
20:17 / 11-07-2018
გამოხმაურება / 0 /
ეკა
მოსახარსჰატ წყალი არ უნდა?
01:49 / 16-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS