14 თებერვალი, 2018
ქოქოსის ზეთი სასარგებლო არ არის და არც არასდროს ყოფილა - საერთოდ, რატომ გჯერათ ამის?
აღმოჩნდა, რომ ქოქოსის ზეთი არც ისეთი სასარგებლოა, როგორც მიიჩნევა, წერს USA Today.

სპეციალისტებმა დიეტურ ცხიმებსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე ჩაატარეს კვლევები და გაარკვიეს: ქოქოსის ზეთს არავითარი მნიშვნელოვანი უპირატესობა არ აქვს. ის ორგანიზმზე ისეთივე გავლენას ახდენს, როგორსაც ჩვეულებრივი კარაქი, ძროხის ქონი და პალმის ზეთი.

ქოქოსის ზეთი, ფაქტობრივად 82% ცხიმს შეიცავს და ეს იმაზე მეტია, ვიდრე კარაქს (63%), ძროხის ქონსა (50%) და ღორის სალას (39%) აქვს.

"ქოქოსის ზეთის გამოყენებას არ გირჩევთ, რადგან ის მავნე ქოლ
ესტერინის დონეს ზრდის. სწორედ ეს არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიზეზი", - საუბარია ამერიკული გულის ასოციაციაში.
Rating











ფრანკ საქსი, კვლევის წამყვანი ავტორი, ამბობს, რომ არ ესმის, რატომ ჰგონია ხალხს, რომ ქოქოსის ზეთი სასარგებლოა. ის თითქმის 100 % ცხიმია.

ექსპერტების აზრით, გაჯერებული ცხიმების მიღების რაოდენობა უნდა შეამციროთ. მათი ჩანაცვლება შეგიძლიათ მცენარეული ზეთებით - ზეითუნისა და მზესუმზირის ზეთით.

მამაკაცებისთვის რეკომენდებულია მხოლოდ 30 გრ. გაჯერებული ცხიმები, ქალებისთვის კი - არაუმეტეს 20 გრ-ისა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნინო
იმიტომ გვჯერა, რომ ზოგი სიკეთეზე წერს ზოგი მავნებლობაზე და ვის რაზე დავუჯეროთ, ვეღარ გაგვიგიაააა.
01:58 / 15-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS