12 თებერვალი, 2018
როგორ დაიკლო ქუთაისელმა ჟურნალისტმა 150 კილო და როგორ ინარჩუნებს წონას - "რასაც ახლა მოვყვები, ვინმეს ზღაპრად მოეჩვენება..."
ჭარბ წონას მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ებრძვის, მაგრამ მისი დამარცხება ადვილი არ არის.
თანამედროვე მედიცინა ჭარბწონიანი ადამიანებისთვისაც განვითარდა და მისი საშუალებით, შესაძლოა, ზედმეტი კილოგრამები რეკორდულად მცირე დროში მოვიშოროთ. კუჭის დაპატარევების ოპერაცია სულ უფრო აქტუალური ხდება. სწორედ ამ ოპერაციისა და ძლიერი ნებისყოფის წყალობით, დაიკლო ქუთაისელმა ჟურნალისტმა ბუბა ჩივაძემ ათეულობით კილოგრამი და ახლა საკუთარ გამოცდილებას AMBEBI.GE-ს მკითხველს უზიარებს:

- რა ასაკიდან გაწუხებთ ჭარბი წონა?

- წონის მატება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დავიწყე. საკვების მიღება ღ
ამის საათებში მიწევდა და ამ ყველაფერმა წონის კატასტროფული მატება გამოიწვია. 7 წლის წინ დიეტით 90 კილო დავიკელი, რომელიც ორი წელი შევინარჩუნე. ამის შემდეგ დავიწყე კალორიების კვლავ გაორმაგებულად მიღება, ვინაიდან ყველაზე რთულია წონის შენარჩუნება... არასოდეს უნდა მისცე თავს იმის საშუალება, რომ ზომაზე მეტი საკვები მიიღო, რაც შენს წონასა და ფიგურას კატასტროფულად შეცვლის.

– რა იყო თქვენი მაქსიმალური წონა და ჯანმრთელობის პრობლემები თუ შეუქმნია ამ ყველაფერს თქვენთვის?
- მაქსიმალური წონა იყო ძალიან დიდი, 240 კილო. ახლა ამას თამამად ვამბობ, ადრე ვერ ვამხელდი. როგორც ყველას, მეც მაწუხებდა სუნთქვის პრობლემები და სხვადასხვა ჩივილები. წონის კატასტროფულ მატებასთან ერთად არ ვიცოდი რა დამეწყო, ეს ყოფილიყო დიეტა თუ ქირურგიული ჩარევა. დიდი წონა დიაბეტის ან სხვა დაავადების რისკთანაც მაახლოვებდა...


- რამდენად მზად იყავით ფსიქოლოგიურად, როდესაც დიეტას იწყებდი?
- ვერ მოგატყუებთ, რომ ამისთვის რაიმე ფსიქოლოგიური მომზადება დამჭირდა. რასაც ახლა მოვყვები, ვინმეს ზღაპრად მოეჩვენება, მაგრამ ეს ასეა. ერთ დღეს მომინდა წონის გაბარიტები შემეცვალა. ავდექი, დავურეკე მეგობარს და ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში წავედით. როდესაც ჩავედი, ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბატონ კახა ქაშიბაძეს შევხვდი, რომელმაც მითხრა, დაიმახსოვრე, ისეთ ფორმაში ჩადგები, ვერავინ გიცნობსო. მართალი გითხრათ, კუჭის დაპატარავების ოპერაცია მალე დაიგეგმა. ამის შესახებ ოჯახის წევრებმაც კი არ იცოდნენ. ოპერაციის მეორე დღესვე წამოვდექი, მოვწესრიგდი, დავდიოდი ჩვეულებრივად, მესამე დღეს ბატონ კახას კართან დავხვდი და ვუთხარი, რომ გავეწერე. მითხრა, რომ სახლში თავად წამიყვანდა, მისი მანქანით, მაგრამ მადლობა გადავუხადე და სახლში ჩემი მანქანით დავბრუნდი. სწორედ მაშინ გაიგო ოპერაციის შესახებ ჩემმა ოჯახმა. ოპერაციიდან მეხუთე დღეს ვარძიაში, ამერიკის ელჩის მიღებაზე მეგობრებთან ერთად ვიმყოფებოდი. გაკვირვებულ მეგობრებს არ სჯეროდათ, რომ ოპერაცია გავიკეთე. 

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS