12 თებერვალი, 2018
იაპონელმა ქალმა, რომელიც 17 კგ-ს იწონიდა, ფოტო გამოაქვეყნა
იაპონიის მკვიდრი, რომელიც ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა, მათი მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა და გამუდმებული დამცირების შედეგად მისი წონა 17 კგ-მდე შემცირდა. ამის შესახებ წერს Metro.
Rating














ნათესავები გოგონას საკვების მიღებას უკრძალავდნენ და მუცელში ურტყამდნენ, თუ მას ჭამის დროს დაინახავდნენ. ამის გამო გოგონა სრულიად გამოიფიტა და სიკვდილამდე მივიდა - მისი წონა მხოლოდ 16,8 კგ-ს შეადგენდა.
Rating














გამომცემლობა არ აკონკრეტებს, რამდენ ხანს მოუხდა დაზარალებულს ბებია-ბაბუის ოჯახში ცხოვრება.

აღსანიშნავია, რომ გოგონამ ფოტოების გამოქვეყნება გადარჩენიდან 10 წლის მერე გადაწყვიტა.
საკუთარ ბლოგზე, მან ყველას, ვინც ძალადობის გამო შიმშილობს, ურჩია, რომ არ მოითმინონ და არ დაიცადონ, არამედ დახმარება ითხოვონ.

ახლა გოგონა 20 წელზე მეტი ასაკისაა, თუმცა, მისი ზუსტი ასაკი და ვინაობა არ სახელდება. ამჟამად ის ნორმალურ წონას იწონის. ასევე, უცნობია მისცეს თუ არა გოგონას ნათესავები პასუხისგებაში.
Rating
















ასე გამოიყურება ახლა ის (გოგონა მარცხიდან)






ანა გარელი



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS