08 თებერვალი, 2018
შემწვარი კარტოფილი არ შეიძლება მიიღოთ კვირაში ერთზე მეტჯერ - აი, რატომ
ადამიანები შემწვარ კარტოფილს კვირაში არანაკლებ ორჯერ მაინც მიირთმევენ და ამით სიკვდილის რისკს ორჯერ ზრდიან, გვამცნობს CNN-ი.

სწორედ ამას ამტკიცებენ ჟურნალში American Journal of Clinical Nutrition’’ გამოქვეყნებული სტატიების ავტორები. ამასთან, სხვა ნებისმიერი სახით მიღებული კარტოფილი სიცოცხლისთვის საშიში არ არის, ამტკიცებენ მეცნიერები.

ისინი საკმაოდ სერიოზულ შედეგებზე საუბრობენ. იქნებ სჯობს პიურეზე გადახვიდეთ?

ექიმი ნიკოლა ვერონეზე, სტატიის წამყვანი ავტორი და მკვლევარი, აღნიშნავს:

"შემწვარი კარტოფილის მიღება მსოფლიო მასშტაბით იზრდება"

კვლევის ჩატარების დროს ვერონეზემ ადამიანების რამდენიმე ჯგუფი შექმნა: ისინი, ვინც კვირაში
2-3-ჯერ შემწვარ კარტოფილს მიირთმევდნენ, სიკვიდილის ორჯერ უფრო დიდი შანსი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც ამ კერძს საერთოდ არ მიირთმევდა - ამასთან ნებისმიერი სახით შემწვარ კარტოფილს, ერთნაირი შედეგი ჰქონდა.

ვერონეზეს აზრით, შემწვარი კარტოფილის მოყვარულების მიდრეკილება ნაადრევ სიკვდილთან შეიძლება იმით აიხსნას, რომ საერთო ჯამში ისინი, ზედმეტი რაოდენობით მარილის მოყვარულები არიან, ასევე პასიური ცხოვრების წესით ცხოვრობენ და ჭარბწონიანობისკენ არიან მიდრეკილნი.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც კარტოფილის მავნებლობას არ აღიარებენ, თუმცა ნიუ-იორკელი დიეტოლოგები მიიჩნევენ, რომ შემწვარ კარტოფილში საშიშროება მაინც არსებობს. ყველაზე არასასიამოვნო მასში შემცველი აკრილამიდია.

ეს ქიმიური ნივთიერება, შესაძლოა კიბოს გამომწვევი პოტენციური მიზეზი გახდეს, ის კარტოფილის შეწვის დროს გამოიყოფა.

"სახამებლის შემცველ პროდუქტებში აკრილამიდის გამოყოფის რაოდენობა რომ შეამციროთ ის უნდა მოხარშოთ და არა შეწვათ. გარდა ამისა, უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ რაც უფრო მუქადაა კარტოფილი შებრაწული, მით მეტი აკრილამიდია მასში" - განმარტავს ნიუ-იორკელი დიეტოლოგი, სტეფანი შიფი.

სტეფანი შიფი ასევე გვაფრთხილებს, რომ დაუშვებელია კარტოფილის მაცივარში შენახვა - ეს აკრილამიდის შემცველობას ზრდის.

ამიტომ, კარტოფილს სიფრთხილით მოეკიდეთ და მიირთვით პიურე.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Marine yildiz
Martalia.msoflios gamochenili medikosebi ase gvafrtxileben.amitom davujerot mat codnas.tu gvinfa janmrtelebi viyot.sicocxlit mainc imdenxans vicocxlebt.rasac ufali dahviwesebs.magram viknebit janmrteli im dromde.esaa mtavari
02:05 / 09-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS