"ვიცი, რომ ფოტოშედევრს ვერ გთავაზობთ, მაგრამ მეტი ვერ გადავიღე - მეტრომ არ მომცა ამის საშუალება. მაგრამ თუ ნერვები გეყოფათ, ესკალატორზე მაღლა მიმავალ მწვანექურთუკიან ქალბატონს და მის გვერდით მდგარ მაღალ ბიჭს დააკვირდით! საქმე ის არის, რომ ამ დილით ამ მწვანექურთუკიანმა ქალბატონმა ზუსტად ჩემს ფეხებთნ ჩაიჩოქა საბურთალოს ხაზზე.
მარტომ ვერ ავაყენე, ყინულივით ცივი და გადაფითრებული იყო, მთელი სხეული უცახცახებდა. ამ დროს ხალხიც მოგროვდა, ამ მაღალმა ბიჭმა ქალბატონი
საშიში არაფერია, პულსი ნორმალურია, სასწრაფოს გამოძახება საჭირო არ არისო.
მერე ქალბატონს რაღაცები ჩაეკითხა. მან: - მეუღლეს13 იანვარს ინსულტი მოუვიდა, იმ დღიდან არც ერთი ღამე არ მძინებია; წუხელაც გავათენე, ახლა კი სამსახურში მივდივარო.
ბიჭმა: - ალბათ მშიერიც იქნებითო, და მის პასუხს არც კი დაუცადა, ისე წამოაყენა: - აუცილებლად რამდენიმე წუთით უნდა გამომყვეთ გარეთ, შიმშილს უნდა მივხედოთო!
ამასობაში იქვე მდგარმა პოლიციელებმა ჰკითხეს, - ძმაო, ექიმი ხარო?
განაგრძეთ კითხვა: