თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ყველაზე საზარელი უცნაურობები:
ვერძი
გამუდმებით სიკვდილზე ფიქრობთ. სამსახურში მიმავალ გზაზე წარმოიდგენთ, თუ რა მოხდება, თუ გზაზე მანქანას წინ გადაურბენთ, საჭესთან კი მოსალოდნელ ავარიაზე გეფიქრებათ. სიკვდილით ხართ შეპყრობილი.
კურო
ადამიანებს თვალყურს ადევნებთ, სოციალურ ქსელში საათობით ამოწმებთ სხვის გვერდებს. და თუ თქვენი სიყვარული (ან ყოფილი) ვინმე ლამაზ გოგონასთან ერთადაა ფოტოზე, მის გვერდს იპოვით და მასზე ყველა ინფორმაციას ამოიკითხავთ. გამორიცხული
ტყუპი
თქვენ დახვეწილი მატყუარა ხართ. შეგიძლიათ თითიდან გამოიწოვოთ ისტორია და ყველას დააჯეროთ. ხანდახან უმიზეზოდ იტყუებით და თქვენი ყველას სჯერა.
კირჩხიბი
სიგიჟისკენ ხართ მიდრეკილი. როცა ვინმეს ხვდებით, ის ადამიანი თქვენთვის ყველაფერს ჩრდილავს. ღალატისთვის შეიძლება ყველაფერი გაანადგუროთ და ამ დროს არავითარი სინდისი არ შეგაწუხებთ.
ლომი
ხანდახან საკუთარ დაკრძალვას წარმოიდგენთ. ფიქრობთ იმაზე, თუ ვინ მოვა პირველი. ვინ იტირებს ყველაზე ხმამაღლა, ვის ატკენს თქვენი სიკვდილი ყველაზე მეტად გულს. ეს მტკივნეული ფანტაზიაა, რაც საკუთარი მნიშვნელოვნების განცდას გიქმნით.
ქალწული
დღისით უმანკო ანგელოზი ხართ, ღამით კი, როცა სექსუალურ ფანტაზიებს მიეცემით, თავში ძალიან უცნაური ფიქრები მოგდით. იმდენად უცნაური, რომ თქვენი ფიქრების თავადაც გრცხვენიათ.
სასწორი
თქვენი ისტორია შედგება YouTube-ის, ვიკიპედიისა და ონლაინ ფილმების ყურებისგან. ყველა არაჯანსაღ სისულელეს უყურებთ და თუ თქვენი კომპიუტერი პოლიციას ხელში ჩაუვარდება, სერიულ მკვლელად ჩაგთვლიან.
მორიელი
თავში გამუდმებით მოულოდნელი მტკივნეული ფიქრები გიტრიალებთ. როცა ხელში პატარა ცხოველი გიჭირავთ, ფიქრობთ, თუ როგორ დაახრჩობდით მას მარტივად. როცა ლამაზ გოგონას გვერდს ჩაუვლით, ფიქრობთ, როგორ კრავდით ხელს და ავტობუსის ქვეშ შეაგდებდით. მსგავსს არასდროს არაფერს გააკეთებთ, მაგრამ ამაზე რეგულარულად ფიქრობთ.
მშვილდოსანი
შეგიძლიათ ადამიანს თვალებში უყუროთ და ისე შეატყობინოთ, რომ მისი მოხუცი ბებია გარდაიცვალა, ამასთან ერთი ცრემლიც არ მოგადგებათ, ხანდახან არანაირი გრძნობა არ გაგაჩნიათ. მხოლოდ სავსე ხართ გულგრილობით.
თხის რქა
მეგობრებისა და ახლობლების მკვლელობას გეგმავთ. სინამდვილეში მათთვის ზიანის მიყენება არ გსურთ, ეს უბრალოდ თქვენი გონებრივი ვარჯიშია. ფიქრობთ, როგორ აირიდებდით დევნას, მხოლოდ გონების გასავარჯიშებლად.
მერწყული
არაერთხელ გიფიქრიათ, როგორ სიტყვას წარმოთქვამდით დედის, მამის ან საუკეთესო მეგობრის გარდაცვალებაზე. ისინი არც სიკვდილის პირას არიან და არც ავადმყოფობენ, მაგრამ კრეატივი გიყვართ.
თევზები
საკუთარ ოცნებებში ხშირად ფანტაზირებთ ყოველგვარ საშინელებაზე, მაგ: როგორ გახსნა ვიღაცამ ცეცხლი თქვენს სამსახურში. საკუთარ წარმოდგენებში თავი გმირი გამოგყავთ, რომელიც დამნაშავეს კლავს და ყველას გადაარჩენს.
ანა გარელი