მათი თქმით, ორგანიზმში ნებისმიერი ავთვისებიანი უჯრედის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ერთი ნემსის ჩაშვების შედეგად შეიძლება.
თაგვებზე ჩატარებული კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ ვაქცინა ყველაზე შორეულ სიმსივნესაც ანადგურებს.
ახლა მეცნიერებმა გადაწყვიტეს მათი უნიკალური გამოგონება სიმსივნით დაავადებულ ადამიანებზეც გამოსცადონ.
მეცნიერებისთვის ადამიანის იმუნიტეტის სტიმულაციის მეთოდი უკვე ცნობილია. ზოგიერთი მათგანი ლოკალიზებულად მოქმედებს, სიმსივნეს ორგანიზმში გავრცელების საშუალებას არ აძლევენ.
სხვები კი ორგანიზმიდან იმუნური უჯრედების
ამ მეთოდებმა კარგი შედეგები აჩვენა, მაგრამ ძალიან რთული გამოდგა და უამრავი გვერდითი ეფექტი აღმოაჩნდა.
მკვლევრების თქმით, ვაქცინას ნაკლები გვერდითი ეფექტი ახლავს. ის ეფექტურია სხვადასხვაგვარი სიმსივნის შემთხვევაში. გარდა ამისა, ღირებულებით საკმაოდ ხელმისაწვდომია.
იმედი ვიქონიოთ, რომ ადამიანებზე გამოცდის შემდეგ ვაქცინა წარმატებული გამოდგება და მეცნიერება კიბოს მკურნალობაში გადატრიალებას მოახდენს.
ანა გარელი