ექსპერტებმა დილის სექსის ძირითადი დადებითი თვისებები განმარტეს:
- სექსით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ დილის ვარჯიში. სექსის დროს სხეულის ყველა კუნთი ჩართულია.
- ის შესანიშნავი მასაჟია შინაგანი ორგანოებისთვის და ვარჯიში ორგანიზმის მთელი სისტემისთვის. უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, სუნთქვა აქტიურდება, რაც დღის არაჩვეულებრივი დასაწყისია.
- ადამიანები, რომლებიც დილით სექსით კავდებიან, იშვიათად აწუხებთ დეპრესია.
- ჰორმონალური პლუსი. მამაკაცის სისხლში ტესტოსტერონი თავის მაქსიმალურ კონცენტრაციას დილის 7-დან 8 სთ-მდე
- ქალისა და მამაკაცის სექსუალური სურვილის ბიორითმი დღის განმავლობაში ორჯერ ემთხვევა ერთმანეთს - დილის 8-ზე და საღამოს 8 სთ-ზე. ამ დროს ქალისა და მამაკაცის სექსუალურობა ერთდროულად მაქსიმუმამდე აღწევს.
- დილის სექსის შემდეგ ადამიანები მთელი დღის განმავლობაში მშვიდად არიან და მეტად მობილიზებულები, ვიდრე მათი კოლეგები.
- სექსი არაჩვეულებრივად ამაღლებს განწყობას და მთელი დღის მანძილზე დადებით მოგონებებს აღგიძრავთ. შესაბამისად ასეთი სექსი განწყობის ასამაღლებლად შესანიშნავი საშუალებაა.
ანა გარელი