04 თებერვალი, 2018
ისინი ქორწილს 17 თვის განმავლობაში გეგმავდნენ, თუმცა სიძე ეკლესიიდან გაიქცა
40 წლის ნიკოლ ტოუჰის და 38 წლის დარენ ფერნის ქორწილი მხოლოდ იმიტომ ჩაიშალა, რომ პატარძალს ჩაეძინა. ინფორმაციას ამის შესახებ, პოპულარული გამოცემა “THE SUN”-ი ავრცელებს.

40 წლის ნიკოლა ტოუჰი და 38 წლის დარენ ფერნი ქორწილს 17 თვის განმავლობაში გეგმავდნენ. ამაში ნიკოლას მისი სამი შვილიც ეხმარებოდა.
Rating
როგორც ნიკოლა ამბობს, მას ღამე მაღვიძარას დაყენება დაავიწყდა, რათა დილით თმის სტილისტთან დროულად მისულიყო. თუმცა, მხოლოდ მაღვიძარას ბრალიც არ იყო. ნიკოლას თქმით, ქორწილის დღეს ვიზაჟისტმაც დაიგვიანა და რაც ყველაზე მთავარია, მის
ქალიშვილს ტაქსში საქორწილო კაბა დარჩა.

კაბის ამბის გამო ნიკოლმა ბევრი იტირა, რის გამოც მაკიაჟის ხელახლა გაკეთება მოუხდა.

სანამ პატარძალი პრობლემებს აგვარებდა, საქმრო საკურთხეველთან ელოდებოდა, თუმცა, ლოდინი მობეზრდა და სიძე ქორწილიდან გაიქცა.

როგორც ნიკოლა ამბობს, საბოლოოდ დარენს შეურიგდა, თუმცა, მათ შორის იმდენად დიდი იმედგაცრუება იყო, რომ მალევე დაშორდნენ ერთმანეთს.

ჩაშლილი ქორწილი 12 ათასი ფუნტი სტერლინგი დაჯდა. 

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS