ორმა დამ 3 წლის ძმა ბეიზბოლის ჯოხით სასიკვდილოდ სცემეს, რადგან მან ნამცხვარი მოიპარა და მარტომ შეჭამა. გლენდრია და ლაშირლი მორისებმა საკუთარი ძმა სახლში, ატლანტაში მოკლეს. ბავშვები საშინელ პირობებში ცხოვრობდნენ - სახლში ტარაკნები დაძვრებოდნენ და არასდროს ჰყოფნიდათ საკვები, გვამცნობს "
Metro"-ი.
გამოძიების მიხედვით, გლენდრიამ, რომელიც ძმას ზრდიდა, მას მხოლოდ ხელი დაარტყა, ლაშირლიმ კი გადაწყვიტა მისთვის ბეისბოლის ჯოხი თავში ჩაერტყა.
თავდაპირველად გოგონები ამტკიცებდნენ, რომ ძმა ნამცხვრის ჭამის დროს
დაუხრჩო და ცდილობდნენ, მისთვის ხელოვნური სუნთქვა ჩაეტარებინათ. მოგვიანებით ჩვენება შეცვალეს და განაცხადეს, რომ ნამცხვრის ნაჭერი ბავშვს ამოუღეს, რის შემდეგაც მან სუნთქვა და საუბარი შეძლო.

დები მკვლელობაში არიან ბრალდებულები და თუ დამნაშავედ ცნეს, სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ. ტრაგედიამდე 3 დღით ადრე, დაღუპული ბავშვის დედამ მოსამართლეს სთხოვა გლენდრიისთვის ბავშვზე მეურვეობის უფლება ჩამოერთვა, როცა ის საკუთარ ბოიფრენდთან საცხოვრებლად გადავიდა.
ანა გარელი