02 თებერვალი, 2018
ბრიტანეთის სამეფოში გოლიათი ტყუპები დაიბადა
ბავშვის გაჩენა ნებისმიერი მშობლისთვის ყველაზე სასიხარულო მოვლენაა, თუ ოჯახი ტყუპს ელოდება, ესე იგი სიხარულიც ორმაგია.

შოტლანდიელმა წყვილმა გაიგო, რომ მალე ტყუპი შეეძინებოდათ. რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდათ, თუმცა მაინცდამაინც არ გაკვირვებიათ. გოგონამ აღიარა: „მამაჩემს ჰყავდა ტყუპი ძმა, დედაჩემის ხაზითაც ყოფილან ტყუპები“.

ულტრაბგერითმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ალანასა და პოლს ვაჟები ეყოლებოდათ. ალანა თავად ექიმია და ყურადღებით ეკიდებოდა ნაყოფის ჯანმრთელობას. დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა. მკურნალმა ექიმმაც დაადასტურა, რომ პატარების წონა და სიმაღლე ნორმას შეესაბამებოდა.

თუმცა,
აღმოჩნდა, რომ პატარები ძალიან სწრაფად იზრდებოდნენ. ალანას მუცელი ყოველ თვე ეზრდებოდა, მალე უზარმაზარ ბუშტს დაემსგავსა. „ძალიან დიდი მუცელი მქონდა, - იხსენებს ალანა - გამვლელები მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ, დღეს უნდა იმშობიაროო. ბავშვებისთვის წინასწარ ვერაფერს ვყიდულობდი, რადგან არ ვიცოდი მოერგებოდათ თუ არა“.

როგორც ექიმთა უმრავლესობა, მომავალი დედაც ვარაუდობდა, რომ თითოეული ბავშვის წონა 2,5 კილოგრამი იქნებოდა.

Rating

საკეისრო კვეთის შემდეგ, როცა ბავშვები აწონეს, ყველა გაოცებული დარჩა, თითო პატარა 3,6 კილოგრამზე მეტს იწონიდა, საერთო ჯამში - თითქმის 7,5 კილოგრამი, რაც ჩვეულებრივზე 3 კილოგრამით მეტია. მათი წონა ექვსი თვის ბავშვისას შეესაბამებოდა.

რაც მთავარია, ამას მათ ჯანმრთელობაზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია. ახალშობილებს ტროი და კაიუსი დაარქვეს, შინ კი მათ უფროსი დაიკო აილა ელოდათ.

Rating

„სასტუმროს თანამშრომლები მეუბნებოდნენ, რომ ადრე არასოდეს უნახავთ ასეთი დიდი ბავშვები, - ამბობს ალანა - ახსოვთ ტყუპები, რომლებიც 6,8 კილოგრამს იწონიდნენ, მაგრამ 7 კილოზე მეტი წონის ტყუპი არასოდეს ყოფილა მათ პრაქტიკაში“.

ტროი და კაილი ყველაზე დიდი წონის ბავშვები არიან დიდ ბრიტანეთში. ახლა ლაპარაკია იმაზე, რომ ბიჭუნები შოტლანდიის რეკორდების წიგნში შეიყვანონ, როგორც სამეფოში დაბადებული ყველაზე მძიმეწონიანი ბავშვები. ოჯახი უზომოდ ბედნიერია და ახალშობილი გოლიათებით ამაყობს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS