გარკვეული წარმოდგენით, ის ისეთი ცივილიზაციის წარმომადგენელია, რომელიც ადამიანებს ტექნოლოგიური განვითარებით წინ უსწრებს. ამავე წარმოდგენით, უცხოპლანეტელი კოსმოსური მოგზაურია ან ამა თუ იმ პლანეტის მაცხოვრებლი, რომელიც კოსმოსური ხომალდით ხალხს იტაცებს და ადამიანებთან კონტაქტში შედის. ბოლო დროს, ამ არსებების საქართველოში გამოჩენა გახშირდა. როდის აქტიურდებიან ისინი და რასთან გვაქს საქმე.
AMBEBI.GE თემასთან დაკავშირებით უფოლოგს, ერეკლე შონიას ესაუბრა.
- თუ დედამიწაზე
ვინაიდან, ჩვენ სპეციალისტები ამას დიდი ხანია ვუშვებთ, შესაბამისად, გარკვეულ დაკვირვებას ვაწარმოებთ. ეს არსებები აქტიურდებიან მაშინ, როდესაც ჩვენთან გარკვეული საზოგადოებრივი, სოციალური, გეოფიზიკური ცვლილებების პერიოდია, როცა დედამიწის პლასტებია გააქტიურებული და სხვადასხვაგვარი გეოფიზიკური მოვლენები ხდება. ასევე ისტორიული ციკლის განმეორებისა და გააქტიურების პერიოდში 30-წლიანი, 80-100-წლიანი ციკლების დროსაც. ფაქტია, რომ ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ხედავს უცნაურ მოვლენებს, საფრენ აპარატებს, ხომალდებს, არსებებს, ობიექტებს, მათთან კონტაქტს ამყარებს, ამოუცნობი ობიექტები ადამიანებთან შედიან სახლებში, უცნაური ქცევით გამოირჩევიან, მიაქვთ ტკბილეულობა, მცირე ელექტრომოწყობილობები - ტელეფონის დამტენი ა.შ.
- როგორც ისინი ყვებიან, ზოგჯერ უხილავები არიან, ზოგჯერ - ხილულები, - ეს რაზეა დამოკიდებული?
- პარანორმალური მოვლენების კვლევისას, უფოლოგიაში დადგენილია, რომ 70%, როგორც წესი, უხილავი არსებები არიან. მაგრამ ბოლო წლებში ადამიანების უმეტესობა მონათხრობში აღწერს სრულიად ფიზიკურ არსებებს, რომელთა გააქტიურება 2009 წლიდან ინტენსიურად შეიმჩნევა, რაზეც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შემოსული შეტყობინებები მეტყველებს.
მოსახლეობა პერიოდულობით რეკავს, გვიყვება, გვწერს, რომ ნახა ხან ადამიანის, ან ცხოველის მსგავსი არსება. ყვებიან მათ ნამოქმედარზე, მათი ტექნიკური საშუალებების შესახებ (დაწყებული ხელში რა უჭირავთ იქიდან, დამთავრებული როგორ გადაადგილდებიან). თუმცა, როგორც ვთქვით, უმეტესად უხილავები არიან. აქვთ დიდი ენერგია, მეტად განვითარებულები არიან. თუმცა, როდესაც ამა თუ იმ ოჯახს სტუმრობენ, ოჯახის ყველა წევრს არ შეუძლია მათი ნახვა და მათთან კონტაქტი.
იხილეთ ვრცლად: