ვერძმა თევზებისგან შორს უნდა დაიჭიროს თავი. იმიტომ რომ, როგორც წესი, მათ შორის საერთო ენის პოვნა რთულია. თევზები ემოციურია, ვერძი კი უტაქტო და პირდაპირი. რასაც საპასუხოდ თევზების მხრი
კურო უნდა მოერიდოს ტყუპს. იმიტომ რომ, პრაქტიკული და წინდახედული კურო ვერასოდეს აიტანს ტყუპისნაირ უპასუხისმგებლო ადამიანს, რომლისგანაც არ იცი, რას უნდა ელოდე. კუროს კი ყველაზე მეტად მოულოდნელი "სიურპრიზების" ეშინია.
ტყუპი უნდა ერიდოს ქალწულს. იმიტომ რომ, ქალწული წესრიგის მოყვარული და დისციპლინირებული ნიშანია და კუროსგან განსხვავებით, ის აუცილებლად წაუყენებს მოთხოვნებს ქაოსურ ტყუპს. რაც ამ უკანასკნელს ნამდვილად არ მოეწონება.
კირჩხიბი უნდა ერიდოს თხის რქას. იმიტომ რომ, ემოციური და თანამგრძნობი კირჩხიბი ვერ აიტანს თხის რქის ემოციურ სიცივეს და პირდაპირობას. ის აუცილებლად გააკრიტიკებს კირჩხიბის სენსიტიურობას და ამას ნაკლად ჩაუთვლის.
ლომი უნდა ერიდოს სასწორს. იმიტომ რომ, თავმომწონე და ამაყი ლომი თვალში არასოდეს მოუვა ზომიერებისა და დიპლომატიურობის მოყვარულ სასწორს, რის ხარჯზეც კრიტიკა და აყალმაყალი გარდაუვალი იქნება.
ქალწული უნდა ერიდოს მშვილდოსანს. იმიტომ რომ, პრაქტიკული და სტაბილურობის მოყვარული ქალწული ვერასოდეს გაიგებს და შეეგუება მშვილდოსნის თავგადასავლებისმოყვარულ ბუნებას და უპასუხისმგებლობას.
სასწორი უნდა ერიდოს კირჩხიბს. იმიტომ რომ, კირჩხიბი მგრძნობიარეა და ხშირად ხელოვნურადაც კი ქმნის ხოლმე პრობლემებს, რომ მერე ამაზე ინერვიულოს. სასწორს კი, თავის მხრივ, სიმშვიდე და ჰარმონია უყვარს.
განაგრძეთ კითხვა: